კობი ბრაიანტის ფანებმა მორიგი დარტყმა მიიღეს. “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ვარსკვლავი ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ მოედანს სულ ახლახანს დაუბრუნდა და უკვე მორიგი სერიოზული დაზიანება მიიღო.
კობის მარცხენა ფეხის წვივის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა, რის გამოც მინიმუ თვენახევრის გამოტოვება მოუწევს. მიმდინარე სეზონში ბრაიანტს მხოლოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული, 29.5 წუთში მისი საშუალო მონაგარი კი 13.8 ქულა, 6.3 პასი, 4.3 მოხსნაა.
ცნობისთვის, სულ ახლახანს კობიმ კალიფორნიელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 48 მილიონ დოლარს მიიღებს.