“ნიუ იორკის” ფორვარდი კარმელო ენტონი და “ლეიკერსის” ლიდერი კობი ბრაიანტი ნბა-ს გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ”, – იტყობინება ლიგის ოფიციალური საიტი.
ზედიზედ მეორე კვირაა, მელო არავის უთმობს საუკეთესოს ტიტულს აღმოსავლეთ კონფერენციაში. 8-14 აპრილის პერიოდში “ნიქსმა” სამი შეხვედრა მოიგო და ერთი დათმო, კარმელოს საშუალო მონაგარი კი 32 ქულა და 11,5 მოხსნა გახლდათ.
თავის მხრივ, კობი ბრაიანტმა დასავლეთ კონფერენციაში არავის დაუთმო კვირის MVP-ს ტიტული. “ლეიკერსმა” სამივე თამაში მოიგო, “შავი მამბას” წვლილი კი სოლიდური იყო გუნდის წარმატებაში: საშუალოდ 37 ქულა, 6,3 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2,67 ჩაჭრა.
კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე ასევე წარდგენილნი იყვნენ ჯოშ სმიტი (“ატლანტა”), დერონ უილიამსი (“ბრუკლინი”), დირკ ნოვიცკი (“დალასი”), ანდრე დრამონდი (“დეტროიტი”), ჯეიმს ჰარდენი (“ჰიუსტონი”), კევინ დურანტი, რასელ ვესტბრუკი (ორივე - “ოკლაჰომა”), დემარ დეროზანი, რუდი გეი (ორივე - “ტორონტო”), ელ ჯფერსონი (“იუტა”).