ნბა-ს ოფიციალურ საიტზე, "ინდიანა" – “ლეიკერსის" მატჩის დაწყბამდე ნახევარი საათით ადრე კობი ბრაიანტის გასწვრივ მითითებული გახლდათ, რომ "შავი მამბა” გაურკვეველი ვადით გამოაკლდა გუნდს, თუმცა "ლეიკერსის" ფანების გასახარად, კობი "პეისერსთან" დაპირისპირებაში კალიფორნიელთა სასტარტო ხუთეულში იყო.
მატჩი "ინდიანას" კარნახით დაიწყო. ფრენკ ვოგელის გუნდი ცდილობდა, პოზიციურ, ნელ კალათბურთში ჩაეთრია სტუმრები, რაც პირველ მეოთხედში წარმატებით გამოუვიდა კიდეც. სტივენსონის და ჯორჯის კარგი თამაშის შედეგად, "პეისერსმა" მწირქულიანი მეოთხედი 19:16 მოიგო. კობიმ სრულად ითამაშა 12 წუთი, ოთხჯერ შეუტია მეტოქის კალათს, თუმცა ვერცერთხელ ვერ ჩააგდო და შემდეგ აღარც გამოჩენილა პარკეტზე.
მეორე პერიოდში მაიკ დანტონიმ თამაშის ტაქტიკა შეცვალა. მისი დამოძღვრილი გუნდი გაცილებით სწრაფად ამოძრავდა. შესანიშნავად ჩაერთვნენ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან შემოსული ანტუეინ ჯეიმისონი და სტივ ბლეიკი, რომელთაც შორი დისტანციიდან დაბომბეს მეტოქე და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი ჰანდიკაპით გაიყვანეს საკუთარი გუნდი.
მესამე მეოთხედში ამუშავდა ჯორჯ ჰილი, რომელიც შეტევისას აშკარად ჩაგრავდა სტუმართა კანადელ ვირტუოზ გამთამაშებელ სტივ ნეშს, რომელიც დაცვაში თამაშით არც არასდროს გამოირჩეოდა. დიდი ბრძოლა იყო გაჩაღებული სამწამიან ზონაში, სადაც ერთმანეთის პირისპირ ორი მძიმეწონოსანი ცენტრი იდგა - დუაიტ ჰოვარდი და როი ჰიბერტი. მათი "გარჩევა" "სუპერმენის" გამარჯვებით დასრულდა, რადგან გაცილებით უკეთესი სტატისტიკა დააგროვა, ვიდრე მისმა მეტოქემ.
უკანასკნელ მეოთხედში ანგარიშში ლიდერი ხუთჯერ შეიცვალა, ხოლო ფრე ოთხგზის დაფიქსირდა. ჯორჯ ჰილმა საფინალო სირენამდე 2:38 წუთით ადრე კიდევ ერთხელ გაათანაბრა ანგარიში (87:87), თუმცა აქ სტუმრებმა საპასუხოდ მცირე გაქცევა მოაწყვეს. ჯერ ჰოვარდს გამოუვიდა სამქულიანი შეტევა, შემდეგ ჯეიმისონმა ჩააგდო შორეული ტყორცნა და ბონუს-ჯარიმაც მიაყოლა. მატჩის დასრულებამდე 43,7 წამით ადრე "ლეიკერსმა" გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, დაწინაურდა რა 7 ქულით, რის შემდეგაც აღარ გასჭირვებია შეხვედრის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა, საბოლოოდ - 99:93, კალიფორნიელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება.
მატჩის MVP სტუმართა სათადარიგო გამთამაშებელი სტივ ბლეიკი გახდა, რომელმაც "პეისერსს" 7-დან 5 “სამიანი” ჩაუგდო და შეხვედრა 18 ქულით დაასრულა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ, "ლეიკერსმა" საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარა (მ-8 ადგილი) და უკვე ორი მოგებით უსწრებს მე-9 საფეხურზე მყოფ "იუტას".
საინტერესო ფაქტები:
როი ჰიბერტმა 2009-10 წლების სეზონის შემდეგ პირველი სამქულიანი ჩააგდო
ლენს სტივენსონმა კარიერაში მეორედ შეასრულა ორმაგი დუბლი
დენი გრეინჯერმა უკვე ზედიზედ მეხუთე მატჩი გამოტოვა მარცხენა მუხლის ტრავმის გამო, მას ჯამში სხვადასხვა სახის ტრავმების გამო უკვე 60 მატჩი გაუცდა მიმდინარე რეგულარულში.
კობი ბრაიანტმა კარიერაში მე-15-ე მატჩი ჩაატარა ისე, რომ შეხვედრა უქულოდ დატოვა, დღევანდელ მატჩამდე ასეთი შემთხვევა უკანასკნელად 2004 წლის 5 მარტს დაფიქსირდა, როდესაც მან "სიეტლ სუპერსონიქსთან" სულ რაღაც 1 წუთი ითამაშა.
The Atlanta Journal Constitution -ის ინფორმაციით, ზაზა ფაჩულიას აქილევსის მყესის დაჭიმულობა გაუმიზეზდა და განმეორებითი გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება, რის შემდეგაც გაირკვევა ზუსტი თარიღი, თუ როდის დაბრუნდება ქართველი ცენტრი. "ატლანტამ" კი მის გარეშეც იოლად სძლია საკუთარ დარბაზში "ფინიქს სანზს" - 107:94. კვლავ გამორჩეული გახლდათ ჯოშ სმიტისა და ელ ჰორფორდის "სუპერდუეტი", ორივე მათგანმა ორმაგი დუბლი გაიფორმა, "ჩიკაგო ბულზიდან" სეზონის წინ გადმოყვანილმა სნაიპერმა კაილ კორვერმა 16 ქულა მიუმატა საკუთარი გუნდის მონაგარს და ჯორჯიულმა კლუბმაც მორიგი დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა.
"მაიამი ჰიტი" საკუთარი საკლუბო ისტორიის გადაწერას აგრძელებს. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილმა გუნდმა "ბლექ ჯეკი" შეასრულა და ზედიზედ ოცდამეერთე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად იმსხვერპლა რა "მილუოკი ბაქსი". "ჰიტის" შემადგენლობაში გაიბრწყინა "დიდმა ტრიომ", რომელმაც ჯამში 68 ქულა დააგროვა და ლომის წვლილი დაიდო საკუთარი გუნდის წარმატებაში. 107:94 - "მაიამის" იოლი გამარჯვება.
ტორონტო - შარლოტი 92:78 (22:17, 26:25, 21:26, 23:10)
ტორონტო: ლოური (7), დეროზანი (9),ვალანჩუნასი (10), გეი (28), ჯონსონი (12);როსი (9), ანდერსონი (6), ტელფაირი (11), ფილდსი
შარლოტი: ვოკერი (20), ჰენდერსონი (22),ბიიომბო (4), მაკრობერტსი (10), კიდ-გილკრისტი (4); ადრიენი, გორდონი (10),ტეილორი (8)
ვაშინგტონი - ნიუ ორლეანი 96:87 (26:30, 24:20, 24:14, 22:23)
ვაშინგტონი: ვოლი (29), ოკაფორი (4), ნენე (9), ვებსტერი (18), ტემპლი (10); სერაფინი (10), მარტინი (10), ბუკერი (2), არიზა (4)
ნიუ ორლეანი: გორდონი (20), ვასკესი (18), ლოპესი (6), დევისი (16), ამინუ (6); ტომასი (3), ანდერსონი (13), ამუნდსონი (1), რობერტსი (4), მასონი
ინდიანა - ლეიკერსი 93:99 (16:19, 22:30, 28:22, 24:31)
ინდიანა: ჰილი (27), სტივენსონი (12+11მ), ჰიბერტი (7), ვესტი (8), ჯორჯი (20); იანგი (6), ტ.ჰენსბრო (2), პენდერგრაფი (2), მაინმი (4), ოგუსტინი (5)
ლეიკერსი: ნეში (15), ბრაიანტი, ჰოვარდი (20+12მ), კლარკი (8), ვორლდ ფისი (19);მიქსი, საკრე (2), ჯემისონი (17), ბლეიკი (18)
ატლანტა - ფინიქსი 107:94 (27:23, 30:23, 25:22, 25:26)
ატლანტა: სტივენსონი (12), ჰორფორდი (16+11მ), სმიტი (17+11მ+7პ), კორვერი (16), ჰარისი (15); ჯენკინსი (8), ტიგი (8), ჯონსონი (7), ტოლივერი (2),ჯონსი (1), პეტრო (5)
ფინიქსი: დრაგიჩი (21), ჯონსონი (6), ონილი (18), მარკიფ მორისი (15+11მ), მარკუს მორისი (4);დადლი (9), გარეტი, მარშალი, ჰადადი (5), სკოლა (6), ონილი (), ბისლი (10)
ჰიუსტონი - მინესოტა 108:100 (22:27, 17:30, 35:23, 34:20)
ჰიუსტონი: ლინი (24), ჰარდენი (37+7მ+8პ), აშიკი (6), მოტეიუნასი (4),პარსონსი (14); ბევერლი, რობინსონი (2), სმიტი (12),დელფინო (9), გარსია
მინესოტა: რიდნური (10), სტიმსმა (12), ჟელაბალი (10), რუბიო (14), უილიამსი (19); კანინგემი (6), ბარეა (19), შვედი (8), ჯონსონი (2)
ოკლაჰომა - ორლანდო 117:104 (39:26, 34:30, 22:28, 22:20)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (23), სეფალოშა (5), პერკინსი (5), იბაკა (20), დურანტი (26); მარტინი (15), კოლისონი (7), ფიშერი (4), ჯონსი (8), ჯექსონი (4)
ორლანდო: ნელსონი (26), ჰარისი (19),ჰარკლესი (12),ვუჩევიჩი (21+14მ), აფლალო (20); ოქვინი,მური (2), უდრიხი (2), ჯონსი (2)
მილუოკი - მაიამი 94:117 (27:26, 15:25, 26:33, 26:23)
მილუოკი: ჯენინგსი (21), ელისი (7),სანდერსი (6), დანიელსი (14),ილიასოვა (26+17მ); ჰენსონი (2), დანლივი, იუდო (4),რედიკი (14)
მაიამი: ჩელმერსი (7), ვეიდი (20), ბოში (28), ჯეიმსი (28+10მ+7პ), ჰასლემი; ალენი (7), ანდერსენი (5), კოული (3), მილერი, ბეტიე (9)
დალასი - კლივლენდი 96:86 (16:24, 22:22, 29:22, 29:18)
დალასი: მ.ჯეიმსი (7), მეიო (10), კამანი (4), კრაუდერი (2), ნოვიცკი (13+11მ); კ.რაიტი (2),კარტერი (7), ბ.რაიტი (13), ბობუა (18),კოლისონი (13), ბრენდი (7)
კლივლენდი: ლივინგსტონი (13), ვეიტერსი (21),ზელერი (10+10მ), ტომფსონი (12), ჯი (11); მაილსი (8),ვოლტონი (9), სპეიტსი (2), გიბსონი
დენვერი - მემფისი 87:80 (23:18, 25:29, 10:19, 29:14)
დენვერი: ლოუსონი (8), იგუადალა (8), კუფოსი (18+16მ), ფარიდი (8), გალინარი (15); მილერი (10), ბრიუერი (11), მაკგი (4), ჩენდლერი (5)
მემფისი: კონლი (11), ალენი (8), გასოლი (14), რენდოლფი (18+18მ), პრინსი (11); როტენი (4), ბეილისი (10), დევისი (4)
გოლდენ სტეიტი - ჩიკაგო 95:113 (27:28, 19:28, 17:38, 32:19)
გოლდენ სტეიტი: კარი (8), ტომპსონი (7), ბოგატი (1), ლი (15), ბარნსი (12); ჯეფერსონი (7), ლენდრი (8), ჯეკი (20), ეზელი (1), გრინი, ბაზემოური (14), ტომასი (2)
ჩიკაგო: რობინსონი (20), ბელინელი (13), ნოა (16+13მ), ბუზერი (21), დენგი (23); ბატლერი (9), მოჰამედი (4), ტიგი (4), კუკი (3)
დასავლეთ კონფერენცია
1. | სან ანტონიო |
66 | 50 | 3 | 3 | 16 | 6880:6350 | 0.758 | |
2. | ოკლაჰომა | 66 | 49 | 4 | 1 | 17 | 7042:6412 | 0.742 | |
3. | მემფისი | 64 | 44 | 3 | 1 | 20 | 5992:5722 | 0.688 | |
4. | კლიპერსი | 66 | 45 | 0 | 1 | 21 | 6659:6230 | 0.682 | |
5. | დენვერი | 67 | 45 | 3 | 1 | 22 | 7086:6757 | 0.672 | |
6. | გოლდენ სტეიტი |
67 | 37 | 2 | 2 | 30 | 6737:6762 | 0.552 | |
7. | ჰიუსტონი | 66 | 36 | 0 | 3 | 30 | 7055:6812 | 0.545 | |
8. | ლეიკერსი | 67 | 35 | 2 | 0 | 32 | 6856:6772 | 0.522 | |
9. | იუტა | 65 | 33 | 3 | 2 | 32 | 6383:6429 | 0.508 | |
10. | დალასი | 65 | 31 | 1 | 8 | 34 | 6575:6623 | 0.477 | |
11. | პორტლენდი | 64 | 30 | 5 | 1 | 34 | 6279:6378 | 0.469 | |
12. | მინესოტა | 63 | 22 | 1 | 1 | 41 | 5962:6172 | 0.349 | |
13. | საკრამენტო | 66 | 23 | 0 | 4 | 43 | 6560:6912 | 0.348 | |
14. | ნიუ ორლეანი |
66 | 22 | 1 | 3 | 44 | 6227:6469 | 0.333 | |
15. | ფინიქსი | 66 | 22 | 3 | 2 | 44 | 6231:6634 | 0.333 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი | 64 | 50 | 5 | 1 | 14 | 6615:6135 | 0.781 | |
2. | ინდიანა | 65 | 40 | 2 | 3 | 25 | 6124:5842 | 0.615 | |
3. | ნიუ იორკი |
63 | 38 | 0 | 1 | 25 | 6246:6063 | 0.603 | |
4. | ბრუკლინი | 65 | 38 | 5 | 0 | 27 | 6191:6135 | 0.585 | |
5. | ჩიკაგო | 65 | 36 | 3 | 1 | 29 | 6005:5970 | 0.554 | |
6. | ატლანტა | 65 | 36 | 4 | 1 | 29 | 6322:6287 | 0.554 | |
7. | ბოსტონი | 64 | 35 | 7 | 4 | 29 | 6139:6127 | 0.547 | |
8. | მილუოკი | 64 | 32 | 3 | 2 | 32 | 6327:6406 | 0.500 | |
9. | ტორონტო | 66 | 26 | 2 | 7 | 40 | 6440:6532 | 0.394 | |
10. | ფილადელფია | 64 | 24 | 2 | 1 | 40 | 5915:6161 | 0.375 | |
11. | ვაშინგტონი | 64 | 22 | 0 | 5 | 42 | 5888:6075 | 0.344 | |
12. | დეტროიტი | 67 | 23 | 0 | 3 | 44 | 6323:6592 | 0.343 | |
13. | კლივლენდი | 65 | 22 | 0 | 1 | 43 | 6330:6557 | 0.338 | |
14. | ორლანდო | 66 | 18 | 0 | 3 | 48 | 6230:6650 | 0.273 | |
15. | შარლოტი | 65 | 14 | 3 | 1 | 51 | 6032:6685 | 0.215 |
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
fenomeno9 (3044)
100%გეთანხმები.მეც ვფიქრობ რო სან ანტონიოსთან ბევრად მეტი შანსი ექნება ლეიკერსს ვიდრე ოკლაჰომასთან.ოკლაჰომა ყოველთვის სწრაფ თამაშს თამაშობს,რაშიც ლეიკერსი ვერანაირად ვერ აჯობებს.
კობი მაგარია რა....მაგრამ ლეიკერსში არ უნდა თამაშობდეს...მაიამიში მაგარი იქნებოდა
არა უნიკახაში ჯობია თამაშობდეს ეგ მოუხდება მგონი



რა მაიმაი კაცი ლეიკერსის ლეგენდაა არ გავ....ი მაიამის
უკაცრავად მაგრამ სტივ ბლეიკმა მხოლოდ 18 ქულა არ გააკეთA ორჯერ დაუფარა მეტოქეს 7 შედეგიანი გადაცემა გაუკეთა თანაგუნდელებს და 6 ჯერ მოხსნა ბურთI პლიუს 4 ჯერ ჩაჭრა და მხოლოდ 1 ხელ დაკარგა . ფენომენალურად ითამაშა
კობის გუშინდელი საქციელი იყო სამაგალითო მისი თანაგუნდელებისთვის. ტრავმიანმა კაცმა ყველას დაანახა, რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო და გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო! და ამ სან ანტონიოსი რატომ გეშინიათ ვერ ვხდები ტო? პირიქით მე მინდა, რომ იმენა გრეგის გუნდს დაეჯახოს ელეი, რადგან მათთან გაცილებით მეტი შანსი ექნება ვიდრე ჰიპერაქტიურ ოკლასთან, ან მფრინავ კლიპერსთან. პაუს დაბრუნდებით უძლიერესი სამ წამიანი გვვეყოლება, ამას დავუმატოთ კობის მკვლელის ინსტიქტი და ნეშის უსაზღვრო კლასი და ჯამში მივიღებთ ჩემპიონობის ერთერთ უმთავრეს მაძიებელს!
მაიამის ვეღარავინ აჩერებს მაგრად აკრიფა ამ გუნდმა
მინდა რომ ლეიკერსი უფრო ზემოთ ავიდეს და ისე გავიდეს ფლეიოფში არ მინდა სან ანტონიოს პირველივე ეტაპზე გადაეყაროს დიდი სიმპატიით ვარ ტეხასელების მიმართ და იმედია შორს გავლენ
ნუ ღელავთ. 15 მატჩი დარჩა ლეიკერსს და ამ 15 დან 12-13 მატჩს მაინც მოიგებს. მინიმუმ მე-6 ზე გავა ლეიკერსი და არც სანანტონიოს შეხვდება და არც ოკლას. აი ნახეთ, თუ არადა ოკლასთან უშანსოდ ნამდვილად არ იქნება.
მაიამის ბოსტონი გაუთანთალებს 5 დღეში
chikovansky91
ვერსადაც ვერ წავა, ეს ის გუნდი არაა ატლანტასთან რო დამარცხდა ცოტა ხნის წინ? ვერც ოკლას მოუგებს, ვერც კლიპერსს და სპურსთან უბრალოდ შანსი არ ექნება. მაიამის თამაში არ მინახავს, მარა მიმოხილვაში რაც ვნახე სუპერი იყო. ნუ გუნდია რა და შანსიც აქვს ლეიკერსის რეკორდი დაამხოს
აუ 5,2 ქონდა კუში ლეიკერსის მოგებას D:
ელეი შორს წავა )))))))))))))))))) ოკლასთან მაგარი ჯახი ექნება ))) დანარჩენს უნდა გასცდეს წესით დარიგით
ელ ჰით )))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) ძაან უნაკლო გუნდი ჰყავს
მამბას დაბრუნებამ გამახარა : )
საღოლ ელეი.. მე თქვენი მჯეროდა, თანდათან უფრო სახიფათო გახდება ეს გუნდი. იმედია პლეი ოფებს საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან
sheasrulet pirveli xuti misia da darwmundebit ra magari tamashia.sheqmeni sheni sakutari gindi ganavitare infrastruqtura.moige liga da gaxdi warmatebuli.aq shexvdebit msoflios yvela qveynis klubs.aranairi namdvili fexburtelebi.dzalian magari tamashia stripslashes((strlen('http://trophymanager.com/?c=2789201')>0?' http://trophymanager.com/?c=2789201':' http://trophymanager.com/?c=2789201'))
კობის ხომ არაპერი გაუკეთებია მაგრამ მწვრტნელიც არის კაპიტანიც ყველაპერი კობი არი გუნდის დარწმუნებული ვარ კობი რომ არეთამაშა ერთი წუთიც ვერმოიგებდა ელეი.ელეის ბევრს გაუყრის წელს.გაზოლი დაბრუნდეს და ჯორდან ჰილი არდამტვრეოდა ელეის კაი იქნებოდა.პერიმეტრიდან დაიბომბა პეისერს
ადმინ!!! მძიმე საიტია და კიდე ყოველ შემოსვლაზე ხელახლა მიწვეს რეგისტრაცია რა @@@@@
და კიდე თითქოს მოუხერხებელია სხვანაირი დიზაინი მოიფიქრეთ რა თუ შესაძლებელია
საღოლ ლეიკერს საღოლ კობი
კობი არის მფეთა მეფე კალათბურთის :* :*:*
სამაგალითო სპორტსმენი ,ადამიანი
კობი ბესტ ბეიბიიიიი