"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" აგრძელებს ბრძოლას პლეი ოფში მოსახვედრად. მაიკ დანტონის გუნდმა ამ მიზნისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, კობი ბრაიანტის და პაუ გასოლის ბრწყინვალე გარჯის შედეგად დაამარცხა რა გასვლაზე "პორტლენდი" 113:106.
შეხვედრას მასპინძლები უდიდესი დანაკლისით შეხვდნენ. სხვადასხვა ტრავმების გამო სამატჩო განაცხადში არ გახლდნენ ჯეი ჯეი ჰიქსონი, ვესლი მეტიუზი და ფრანგი ნიკოლა ბატუმი, მათი ადგილი კი სრულიად ახალგაზრდა კალათბურთელებმა კლავერმა, ბარტონმა და ლეონარდმა შეავსეს.
"პორტლენდის" კალათბურთელებმა შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყეს და საწყისი 9 სროლიდან 8 ზუსტად მოათავსეს კალათში. ისინი დამიენ ლილარდის "ფეიდუვეის" შემდეგ ჯერ 17:8 დაწინაურდნენ, ოდნავ მოგვიანებით კი "ბლეიზერსის" ახალბედა გამთამაშებელმა შორი დისტანციიდან მორიგი სამქულიანი ჩასვა კალიფორნიელთა კალათში და მასპინძლეთა უპირატესობა 10 ქულიანი გახადა 22:12. "ლეიკერსის" დაცვა კატასტროფულად გამოიყურებოდა, რის გამოც საწყის 12 წუთში საკუთარ კალათში 41 ქულა მიიღეს, თუმცა კობი ბრაიანტისა და პაუ გასოლის შეტევაში დამაჯერებელი თამაშის წყალობით ანგარიშში სხვაობა მხოლოდ 8 ქულა გახლდათ.
მეორე პერიოდში ნელ ნელა გამოფხიზლდა სტუმარი გუნდი. სტივ ბლეიკმა შორი დისტანციიდან გაისროლა ზუსტად, დუაიტ ჰოვარდმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ბურთი მოხსნა მეტოქის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც "ლეიკერსმა" 2 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა 48:50. თუმცა ამჯერადაც კალიფორნიელებმა ბოლო წუთები "ჩააფლავეს" და პირველი ტაიმი "პორტლენდმა" დამაჯერებლად 69:61 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლები ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მოპოვებული უპირატესობა, "ლეიკერსი" კი მათ დაწევას ცდილობდა. საფინალო სირენამდე 4:30 წუთით ადრე ჯერ ესპანელმა მძიმე ფორვარდმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, რასაც მომდევნო შეტევაში “შავი მამბას” ზუსტი სამქულიანი მოჰყვა და სტუმრები 106:100 დაწინაურდნენ. მასპინძლებმა გაიბრძოლეს, მათმა ლიდერმა ლამარკუს ოდრიჯმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თითქოს მცირე ინტრიგა დატოვა შეხვედრაში, თუმცა საფინალო სირენამდე 50 წამით ადრე ჰოვარდმა ისე ჩატენა ბურთი, რომ კინაღამ კალათი მოუნგრია მეტოქეს 110:104. დარჩენილ მცირე დროში "ტბელებმა" წარმატებით შეინარჩუნეს მოპოვებული უპირატესობა და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გაამრჯვებაც იზეიმეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კობი ბრაიანტი გახდა, რომელმაც ამჯერადაც ბრწყინვალე შოუ შემოგვთავაზა - 47 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. ძალიან სასარგებლო გახლდათ პაუ გაოლიც, რომელსაც მცირედი დააკლდა სამმაგ დუბლამდე 23 ქულა, 7 მოხსნა და 9 პასი. დუაიტ ჰოვარდმა თავის მხრივ სოლიდური ორმაგი დუბლი შეასრულა 20 ქულა, 10 მოხსნა. სტუმართა რიგებში კი უდავოდ გამორჩეული დამიენ ლილარდი გახლდათ 38 ქულით, რომელიც სავარაუდოდ უპრობლემოდ მოიგებს წლის საუკეთესო ახალბედას ტიტულს.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ლეიკერსმა" 37 მარცხის წილ 42-ე გამარჯვება მოიპოვა და განიმტკიცა მერვე საფეხური დასავლეთ კონფერენციაში. მათ უშუალო კონკურენტ "იუტას" 1 მოგებით ნაკლები და 1 მარცხით მეტი გააჩნიათ. კალიფორნიელები რეგულარული გათამაშების ბოლო სამ მატჩს საკუთარ არენაზე გამართავენ ("გოლდენ სტეიტი", "სან ანტონიო", ჰიუსტონი") და სამივეს მოგების შემთხვევაში უპრობლემოდ გააღწევენ პლეი ოფში.
"სან ანტონიო" გადახალისებული შემადგენლობით ეწვია "დენვერს". მანუ ჯინობილი ტრავმირებული გახლავთ, ხოლო ტონი პარკერის დასვენება უშუალოდ მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა. ძირითადი გამათამაშებლის "ვაკანსია" კიდევ ერთმა ფრანგმა - ახალგაზრდა ნანდო დე კოლომ შეავსო, რომელმაც მთლად კარგად ვერ გაართვა თავი გუნდის დირიჟორობას. "ნაგეთსმა" მშვენივრად ისარგებლა, იმით რომ "სპურსს" დიდი დანაკლისი ქონდა უკანა ხაზში და მთელი დატვირთვა პერიმეტრიდან თამაშზე გადაიტანა. უილსონ ჩენდლერმა ტეხასელებს 29 ქულა უთავაზა, შეცვლაზე შემოსულმა კორი ბრიუერმა 28, ხოლო ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში მყოფმა ანდრე იგუდალამ საკუთარ ანგარიშზე მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა 12 ქულა, 13 მოხსნა, 10 პასი. ამ ფაქტორთა გათვალისწინებით "დენვერმა" საკმაოდ იოლად, 10 ქულიანი ჰანდიკაპით დაამარცხა მეტოქე 96:86 და მყარად დამკვიდრდა დასავლეთ კონფერენციის მესამე საფეხურზე.
"ბრუკლინ ნეთსმა" მნიშვნელოვანი გასვლითი შეხვედრა მოიგო "ბოსტონთან" TD GARDEN-ში 101:93. ნიუ იორკული გუნდის შემადგენლობაში გამორჩეულები კვლავ დერონ უილიამსი (29) და ჯო ჯონსონი (20) გახლდნენ. ტრადიციულად ძალიან ბევრი იმუშავა რეჯი ევანსმა, რომელმაც მატჩი 1 ქულით და 14 მოხსნით დახურა. სამწუხაროდ "ნეთსის" ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია განაცხადში არ გახლდათ და მას დღევანდელ გამარჯვებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
ბოსტონი - ბრუკლინი 93:101 (21:22, 22:31, 26:26, 24:22)
ბოსტონი: ბრედლი (2), გარნეტი (11), ბასი (10), გრინი (11) პირსი (23); ვილკოქსი (6), რენდოლფი (2), ტერი (4), კროუფორდი (7), ლი (7), უილიამსი (8), ვაითი (2)
ბრუკლინი: უილიამსი (29+12პ), ჯონსონი (20), ლოპესი (21), ევანსი (1+14მ), უოლესი (2); ბლაჩი (6),ვოტსონი (9), სტეკჰაუზი (7), ბრუქსი, ტელეტოვიჩი, ტეილორი, ჰამფრიზი (6)
პორტლენდი - ლეიკერსი 106:113 (41:33, 28:28, 21:27, 16:25)
პორტლენდი: ლილარდი (38), ბარტონი (9), ლეონარდი (4), ოლდრიჯი (17+16მ), კლავერი (9); მეინორი (9), პავლოვიჩი(8), ბაბიტი (12)
ლეიკერსი: ბლეიკი (8), ბრაიანტი (47+8მ+5პ), ჰოვარდი (20+10მ), კლარკი (3), გასოლი (23+7მ+9პ); ვორლდ ფისი (4), მიქსი (3), ჯემისონი (5)
ფილადელფია - ატლანტა 101:124 (27:29, 24:30, 22:34, 28:31)
ფილადელფია: ჰოლიდეი (12), ვილკინსი (6)თ. იანგი (28), თერნერი (9), ჰოუსი (5); მოუტრი (7), რაიტი (15), აივი, ალენი, ნ.იანგი (19)
ატლანტა: ტიგი (13), ჰორფორდი (16), სმიტი (28+12მ), კორვერი (6), ჰარისი (8); ჯენკინსი (21), სკოტი (17), ჯონსონი (8), მაკი (5), სტივენსონი, ჯონსი (2)
ვაშინგტონი - მაიამი 98:103 (22:25, 28:21, 22:23, 26:34)
ვაშინგტონი: ვოლი (17+11მ), ოკაფორი (8), ნენე (13), ვებსტერი (12), ტემპლი (8); სერაფინი (9), მარტინი (8), პრაისი (23)
მაიამი: ჩელმერსი (13), მილერი (14), ენტონი (2), ბეტიე (15), ლუისი (17); ალენი (23), ანდერსენი (8), კოული (8), ჯონსი (3)
ორლანდო - მილუოკი 113:103 (30:16, 18:29, 22:21, 25:29, 18:8)
ორლანდო: უდრიხი (13+11პ), მური (4), ჰარკლესი (14), ჰარისი (30+19მ), ვუჩევიჩი (30+20მ); ნიკოლსონი (2), ოქვინი (4), ლემბი (16)
მილუოკი: ჯენინგსი (3), ელისი (21+11პ),სანდერსი (5), მბა მოუტე, დანიელსი (14); დანლივი (17), აიონი (6),რედიკი (16),სმიტი (2)
კლივლენდი - დეტროიტი 104:111 (24:28, 25:25, 26:21, 29:37)
კლივლენდი: ირვინგი (27), ელინგტონი (9), ზელერი (8), ტომფსონი (19), ჯი (4); ლივინგსტონი (5), ჯონსი (8), ვეიტერსი (11), სპეიტსი (4),კასპი (9)
დეტროიტი: ნაითი (7), სინგლერი (7), მონრო (23), სტაკი (18), დრამონდი (29+11მ); მიდლეტონი (6), ჯერებკო (5), ბაინამი (16)
დალასი - ფინიქსი 91:102 (21:28, 30:33, 20:20, 20:21)
დალასი: მ.ჯეიმსი (9), მეიო (6), კამანი (2), მერიონი (22), ნოვიცკი (21); რაიტი (18), კარტერი (18),აკოგნონი (2), კოლისონი (3),კრაუდერი (2),
ფინიქსი: დრაგიჩი (21), ჯონსონი (17), სკოლა (11+15მ), მარკიფ მორისი (12), ტაკერი (17); დადლი (18),მარშალი (2), ონილი (4)
დენვერი - სან ანტონიო 96:86 (11:18, 27:19, 31:26, 27:23)
დენვერი: მილერი (12), იგუადალა (12+13მ+10პ), კუფოსი (2), ფარიდი (3), ჩენდლერი (29); ფურნიე (6), ბრიუერი (28), მაკგი (2), რენდოლფი (2)
სან ანტონიო: დე კოლო (2), გრინი (10), ლეონარდი (8), სპლიტერი (10), დანკანი (17); ბაინესი (2), ჯოზეფი (6), ნილი (17), ბონერი, მილსი (2), ბლერი (12)
კლიპერსი - მინესოტა 111:95 (26:20, 32:26, 30:26, 23:23)
კლიპერსი: პოლი (19+11პ), გრინი (15), ჯორდანი (10), გრიფინი (19+8მ+7პ), ბატლერი (10); კროუფორდი (11), ოდომი (2), ჰოლინზი (6), ბლედსოუ (3), ვეინსი (2), ბარნსი (14)
მინესოტა: რიდნური (11),რუბიო (6), პეკოვიჩი (20), კირილენკო (8), უილიამსი (13+10მ); ბადინგერი (7), ბარეა (12), შვედი (12), ჯონსონი,სტიმსმა (4), ჟელაბალი (2)
დასავლეთ კონფერენცია
1. | ოკლაჰომა |
78 | 57 | 4 |
2 |
21 | 8254:7537 | 0.731 | |
2. | სან ანტონიო |
78 | 57 | 4 |
3 | 21 | 8053:7507 | 0.731 | |
3. | დენვერი |
78 | 54 | 4 | 1 | 24 | 8251:7861 | 0.692 | |
4. | კლიპერსი |
78 | 52 | 0 | 2 | 26 | 7897:7395 | 0.667 | |
5. | მემფისი |
78 | 53 | 4 | 1 | 25 | 7301:6983 | 0.679 | |
6. | გოლდენ სტეიტი |
78 | 45 | 2 | 2 | 33 | 7868:7795 | 0.577 | |
7. | ჰიუსტონი |
78 | 44 | 0 |
3 |
34 | 8282:8003 | 0.564 | |
8. | ლეიკერსი |
79 | 42 | 2 | 0 | 37 | 8073:7989 | 0.532 | |
9. | იუტა |
79 | 41 | 3 | 3 | 38 | 7765:7779 | 0.519 | |
10. | დალასი |
78 | 38 | 2 | 8 | 40 | 7882:7958 | 0.487 | |
11. | პორტლენდი |
78 | 33 | 5 | 1 | 45 | 7631:7839 | 0.423 | |
12. | მინესოტა |
78 | 29 | 1 | 1 | 49 | 7458:7654 | 0.372 | |
13. | საკრამენტო |
78 | 28 | 0 | 4 | 50 | 7815:8174 | 0.359 | |
14. | ნიუ ორლეანი |
79 | 27 | 1 | 3 | 52 | 7445:7729 | 0.342 | |
15. | ფინიქსი |
79 | 24 | 3 | 2 | 55 | 7495:8000 | 0.304 |
აღმოსავლეთ კონფერენცია
1. | მაიამი |
78 | 62 | 5 |
1 |
16 |
8021:7409 | 0.795 | |
2. | ნიუ იორკი |
77 | 51 | 0 | 1 | 26 | 7701:7362 | 0.662 | |
3. | ინდიანა |
78 | 49 | 2 | 3 | 29 | 7390:7036 | 0.628 | |
4. | ბრუკლინი |
78 | 46 | 5 | 0 | 32 | 7531:7396 | 0.590 | |
5. | ჩიკაგო |
77 | 42 | 3 | 2 | 35 | 7145:7126 | 0.545 | |
6. | ატლანტა |
79 | 43 | 4 | 1 | 36 | 7735:7684 | 0.544 | |
7. | ბოსტონი |
78 | 40 | 7 | 4 | 38 | 7507:7525 | 0.513 | |
8. | მილუოკი |
78 | 37 | 3 |
3 | 41 | 7713:7826 | 0.474 | |
9. | ფილადელფია |
78 | 31 | 2 | 1 | 47 | 7246:7547 | 0.397 | |
10. | ტორონტო |
78 | 30 | 2 | 7 | 48 | 7554:7731 | 0.385 | |
11. | ვაშინგტონი |
79 | 29 | 0 | 5 | 50 | 7365:7554 | 0.367 | |
12. | დეტროიტი |
79 | 27 | 0 |
3 | 52 | 7457:7808 | 0.342 | |
13. | კლივლენდი |
78 | 24 | 0 | 1 | 54 | 7552:7904 | 0.308 | |
14. | ორლანდო |
79 | 20 | 1 | 3 | 59 | 7453:7964 | 0.253 | |
15. | შარლოტი |
78 | 18 | 3 | 1 | 60 | 7262:8027 | 0.231 |