ენბეას და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ექიმებისგან ვარჯიშის განახლების უფლება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტმა აქილევსის მყესისა და მუხლის ტრავმის გამო 2013-14 წლების სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. გამოკვეთილი ლიდერის არყოფნის გამო ენბეას ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “ლეიკერსმა” მიმდინარე სეზონი ჩააგდო, დასავლეთ კონფერენციის რეგულარულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა და პლეი ოფის მიღმა დარჩა.