"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი დარწმუნებული გახლავთ, რომ მისი გუნდი მოახერხებს პლეი ოფში გასვლას და იქ დიდი ბრძოლები ელის.
"ჩვენ აუცილებლად გავალთ პლეიოფში და იქ ვინც არ უნდა შეგვხვდეს, "სან ანტონიო", "ოკლაჰომა" თუ "დენვერი", პირადად მე, არცერთი მათგანის არ მეშინია. საერთოდ არ ვნერვიულობ და ვიცი, რომ წინ დიდი ბრძოლები გველის.
"მაიამისთან" მატჩმა ჩვენი თვითრწმენა კიდევ უფრო აამაღლა. ჩვენ ვაკონტროლებდით შეხვედრის მიმდინარეობას და უპირატესობას ვფლობდით, რაც შემთხვევითობა ნამდვილად არ გახლდათ. ჩვენ ძალიან კარგად ვთამაშობდით, უბრალოდ, მათ ორი ძალიან კარგი მოთამაშე ჰყავთ, რომელთაც ზედიზედ 8 შეტევა წარმატებით დაასრულეს და ინიციატივასაც დაეუფლნენ. "ლეიკერსი" მაინც ახლოს გახლდათ გამარჯვებასთან, ესე იგი, შეგვიძლია მოგება", - ციტირებს "შავი მამბას" სიტყვებს ESPN.
გიორგი ბარბაქაძე