კალათბურთი

10:31 | 14.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბრაიანტი 6-9 თვეს გამოტოვებს

 "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი დღეს ოპერაციას გაიკეთებს, რის შემდეგაც, მისი რეაბილიტაციის პერიოდი ექვსიდან ცხრა თვემდე გაგრძელდება, - ინფორმაციას ავრცელებს ESPN Los Angeles.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეტთან" დაპირისპირებისას, საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე, კობი ბრაიანტი მეტოქესთან კონტაქტის შემდეგ უხერხულად დაეცა და როგორც მოგვიანებით სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, მას აქილევისი მყესი აქვს გაწყვეტილი.

კალიფორნიელთა ერთ-ერთი მწვრთნელის, გერი ვიტის განცხადებით, "შავ მამბას" მესამე ხარისხის დაზიანება გააჩნია, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მყესი სრულად გახლავთ გაწყვეტილი. ექიმთა ვარაუდით, თუ ბრაიანტის გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად განვითარდა, კალათბურთელი პარკეტს 2013-14 წლების სეზონის სტარტზევე  დაუბრუნდება.

გუნდის გენერალურმა მენეჯერმა მიჩ კაპჩაკმა ჯურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზაფხულში, "ლეიკერსი" არცერთ შემთხვევაში არ გაუკეთებს ბრაიანტის კონტრაქტს ამნისტირებას.

"კობი ბრაიანტის კონტრაქტის "ამნისტირების" საკითხი არც კი განხილულა", - ციტირებს კაპჩაკის სიტყვებს Los Angeles Times.

2013-14 წლების სეზონი, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, უკანასკნელი იქნება ბრაიანტისათვის "ლეიკერსში", რომლის განმავლობაში, კალათბურთელი 30,4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე რეგულარულში, 34 წლის კობიმ 78 მატჩი ჩაატარა, აგროვებდა რა საშუალოდ 27,3 ქულას, 5,6 მოხსნას, 6 შედეგიან გადაცემას და 1,4 ჩაჭრას.

 შარლოტი - მილუოკი 95:85 (24:23, 25:21, 27:15, 19:25)

“შარლოტი”: ვოკერი (21), ჰენდერსონი (12),ბიიომბო (13+17მ), მაკრობერტსი (18), კიდ-გილკრისტი (7); ადრიენი (6), პარგო (5), გორდონი (4), ტეილორი (9)

“მილუოკი”: რედიკი (12), ელისი (16),ჰენსონი (8), მბა მოუტე (4),ილიასოვა (10); აიონი (6), დანლივი (19), იუდო (1), სმიტი (9)

 

ორლანდო - ბოსტონი 88:120 (17:23, 20:34, 27:28, 24:35)

“ორლანდო”: უდრიხი (7), ვუჩევიჩი (16+12მ), ჰარკლესი (12), ჰარისი (22), ოქვინი (4); მური (11), ჯონსი (5), ლემბი (11)

“ბოსტონი”: გრინი (17), ბრედლი (14), გარნეტი (14), ბასი (14), პირსი (12); ვილკოქსი (4), რენდოლფი, უილიამსი (7), ლი (20), კროუფორდი (16), ვაითი (2)

 

მემფისი - კლიპერსი 87:91 (23:24, 28:27, 22:17, 14:23)

“მემფისი”: კონლი (12), ალენი (7), გასოლი (18+15მ), რენდოლფი (16+12მ), პრინსი (13); დაიე (2), დულინგი (3), ბეილისი (8), დევისი (1), არტური (4), პოინდექსტერი (3)

“კლიპერსი”: პოლი (13), გრინი (10), ჯორდანი (16+12მ), გრიფინი (12), ბატლერი; კროუფორდი (9), ოდომი (7), ჰოლინზი (5), ბლედსოუ (9), ჰილი (5), ბარნსი (5)

 

მინესოტა - ფინიქსი 105:93 (22:28, 28:25, 27:20, 28:20)

“მინესოტა”: რიდნური (12),რუბიო (24+10პ), კირილენკო (14), უილიამსი (15), კანინგემი (13); ბარეა (16), შვედი (3), ბადინგერი (2),სტიმსმა (6)

“ფინიქსი”: დრაგიჩი (10), ჯონსონი (15), სკოლა (14), მარკიფ მორისი (20), ტაკერი (9);დადლი (16), მარკუს მორისი (3), მარშალი (6), ჰადადი

 

 

დასავლეთ კონფერენცია

1. ოკლაჰომა 80 59 4 2 21 8476:7724 0.738
2. სან ანტონიო
79 58 4 3 21 8161:7608 0.734
3. დენვერი 79 54 4 2 25 8356:7969 0.684
4.   80 54 0 2 26 8084:7575 0.675
5. მემფისი 80 54 4 1 26 7470:7152 0.675
6. გოლდენ სტეიტი
80 45 2 2 35 8081:8029 0.563
7.   79 44 0 3 35 8360:8085 0.557
8. ლეიკერსი 80 43 2 0 37 8191:8105 0.538
9. იუტა 80 42 3 3 38 7872:7879 0.525
10. დალასი 79 39 3 8 40 7990:8063 0.494
11. პორტლენდი 79 33 5 1 46 7721:7945 0.418
12. ინესოტა 80 30 1 1 50 7663:7854 0.375
13. საკრამენტო 79 28 0 4 51 7916:8282 0.354
14. ნიუ ორლეანი
80 27 1 3 53 7538:7825 0.338
15. ფინიქსი 80 24 3 2 56 7588:8105 0.300

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

.1 მაიამი 79 63 5 1 16 8130:7510 0.797
2. ნიუ იორკი
79 52 0 2 27 7913:7571 0.658
3. ინდიანა 79 49 2 3 30 7499:7153 0.620
4. ბრუკლინი 79 47 5 0 32 7648:7505 0.595
5. ატლანტა 80 44 4 1 36 7844:7788 0.550
6. ჩიკაგო 79 43 4 2 36 7351:7334 0.544
7. ბოსტონი 80 41 7 4 39 7728:7722 0.513
8. მილუოკი 80 37 3 3 43 7902:8030 0.463
9. ფილადელფია 79 32 2 1 47 7343:7633 0.405
10. ტორონტო 79 31 2 7 48 7651:7819 0.392
11. ვაშინგტონი 80 29 0 5 51 7451:7651 0.363
12. დეტროიტი 80 28 0 3 52 7570:7901 0.350
13. კლივლენდი 79 24 0 1 55 7643:8005 0.304
14. ორლანდო 80 20 1 3 60 7541:8084 0.250
15. შარლოტი 80 19 3 1 61 7450:8225 0.238
0.115898