“დნიპრომ” მარბელიაში შეკრებაზე 8:1 გაანადგურა ლატვიის “იურმალა” და ერთი გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-80 წუთზე დაახლოებით 15 მეტრიდან ძლიერი დარტყმით შეაგდო და 7:1 გახადა ანგარიში. კობახიძემ მეორე ტაიმში ითამაშა, ჯაბა კანკავა კი სასტარტოში გახლდათ და შესვენებისას შეცვალეს. რაც შეეხება უჩა ლობჟანიძეს, მას არ უთამაშია.
ბაქოს “ინტერმა” გერმანიის ქვედალიგელი ‘ზეიტსი” 2:0 დაამარცხა. ანგარიში ბაჩანა ცხადაძემ გახსნა მე-7 წუთზე. ქართველთაგან ბაჩანამ და ლაშა სალუქვაძემ ითამაშეს, ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ლომაია კი მინდორზე არ გამოჩენილან. გიორგი ილურიძის “ჰაიდუკმა” გერმანიის მეორებუნდესლიგელ “ზანდჰაუზენთან” 1:3 წააგო. ილურიძემ პირველ ტაიმში ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიდი კობახ იბრძოლე და დაუმტკიცე რო ღირსი ხაარ თამაშის
stripslashes((strlen('http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/59717-footballua-thornike-oqriashvili-moedanze-saocrebebs-akethebda.html')>0?'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/59717-footballua-thornike-oqriashvili-moedanze-saocrebebs-akethebda.html':'http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/59717-footballua-thornike-oqriashvili-moedanze-saocrebebs-akethebda.html')) ბატონო ილია ბარემ იქნებ ეს სტატიაც წაგეკითხათ. უკრაინული გაზეთეი წერენ ოქრიაშვილი საოცრებებს აკეთებდა და მწვრთნელს ღიმილი დასთამაშებდა და მისი მიწვევით საბოლოოდ გააიჭრება პრობლემაო. და თქვენ კიდე დაწერეთ არაფრით გამოუჩენია თავიო.
რას ერჩით ამ საიტს რატო აფარჩაკებთ ასე ვერ გავიგე?
ბატონო ილია კლუბის საიტზე მაინც შედი სანამ დაწერ სტატიას. ლობჟანიძემ კობახიძის მსგავსად მეორე 45 წუთი ითამაშა.
ლობჟანიძემაც ითამაშა მეორე ტაიმი 45 წუთი
დნიპრო ძალიან მაგარი გუნდია !!!
მიდი კობახა ძირითადში უნდა დადგე როგორმე
კაია
) ილურამაც კარგად ითამაშა
)