ფეხბურთი

15:35 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძის მეორე თუ მესამე “კორიდორი”

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს სანდრო კობახიძეს, რომელსაც 11 თებერვალს 27 წელი შეუსრულდა, დნეპროპეტროვსკის “დნიპროში” დაბადების დღე ორიგინალურად მიულოცეს ე.წ. კორიდორში გაატარეს. “დნიპროში” მსგავსი რამ ახალი არაა და კობახიძის თქმით, “კორიდორში” გავლა უკვე მეორედ თუ მესამედ უწევს.

“უკვე მეორედ თუ მესამედ გავდივარ ამ კორიდორს. ნორმალურია, ბიჭები ასე ხუმრობენ. ისინი გირტყამენ, მაგრამ არა ძლიერად. თუცმა, ზოგჯერ ძლიერადაც გამოსდით” – იუწყება კობახიძის სიტყვებს ტელეარხი “ფუტბოლ 1”.

“საერთოდ, მე არასოდეს ვურტყამ. ეს “კონოპასა” (კონოპლიანკა, რედ.) და “ზიუზას” (ზოზულია, რედ.) ჰკითხეთ. მე მირტყამენ თუ არა? რა თქმა უნდა. ყველას ურტყამენ” – აღნიშნა “დნიპროს” ფორვარდმა ევგენი სელეზნიოვმა. 

0.116836