სანდრო კობახიძეს, “დნიპროს” გუშინდელ ამხანაგურ მატჩში (“ვიდეოტონთან” 4:0) არ უთამაშია, რისი მიზეზიც მცირე ტრავმა იყო.
“ორი დღე ფეხი მტკიოდა და ამიტომაც ვერ ვითამაშე. კვირას, უკვე გუნდთან ერთად ვივარჯიშებ”, – უთხრა “მსოფლიო სპორტს” კობახიძემ, რომელმაც “დნიპროს” წინა ტესტ-მატჩში გოლი გაიტანა: საუბარია ლატვიურ “იურმალასთან” 8:1 მოგებულ შეხვედრაზე.