ფეხბურთი

20:24 | 15.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ "დნიპროსთან" 4-წლიანი გააფორმა

 

26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ უკრაინულ "დნიპროსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას ხელშეკრულება წლეულს, დეკემბრის ბოლოს უმთავრდებოდა. სანდროს მსურველები ჰყავდა, თუმცა "დნიპრო" რა თანხასაც ითხოვდა, არცერთმა გადაიხადა.

კობახიძე 2008 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა "დნიპროში", საიდანაც ჯერ "კრივბასში", მერე კი კიევის "არსენალში" გაანათხოვრეს. "არსენალში" კარგი თამაშის შემდეგ კი, ქართველი "დნიპრომ" დაიბრუნა – ეს, წლეულს იანვარში.

ბრაზილიელი ჟულიანო და უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კონოპლიანკა - კობახიძის კონკურენტები ესენი არიან. მწვრთნელი ხუანდე რამოსი ქართველს მაინცდამაინც არ ენდობა, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, სიტუაცია შეიცვალოს. 

 

0.10218