ფეხბურთი

12:21 | 29.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძე ევროპის ლიგაზე ათამაშეს, გრიგალავა 1/16-ფინალშია

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.

უკრაინულ კლუბს უეფას ევროპის ლიგის 1/16-ფინალში თამაში განაღდებული აქვს და ამიტომ, ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში რუმინულ “პანდურიისთან” საშინაო მატჩში,  “დნიპროს” თავკაცმა ხუანდე რამოსმა იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რომლებიც სასტარტოში ვერ ხვდებიან.

დნეპროპეტროვსკელებმა 4:1 გაიმარჯვეს, ხოლო კობახიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და მასპინძლებმა ანგარიში მის მიერ წამოწყებული კომბინაციის შემდეგ გახსნეს. ჯაბა კანკავა “დნიპროს” თადარიგში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია.

ევროპის ლიგის 1/16-ფინალში ითამაშებს მახაჩყალის “ანჟი”, რომლის ღირსებასაც გია გრიგალავა იცავს. ბოლოსწინა ტურში მახაჩყალელებმა თავის მოედანზე ტირასპოლის “შერიფთან” 1:1 ითამაშეს და მე-2 ადგილზე ისე დამკვიდრნენ, მეტოქეები ვეღარ დაეწევიან. ქართველმა მცველმა მოლოდველებთან, რომელთა სპორტული დირექტორი ვაჟა თარხნიშვილია, შეუცვლელად ითამაშა.

0.138594