კობა ჟორჟიკაშვილსა და ბათუმის “დინამოს” შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ბათუმელებმა პირველ ლიგაში წარმატებით ვერ განაახლეს სეზონი, ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს – “სასკოსთან” 0:1, “სამტრედიასთან” 0:2 და თავიანთ ზონაში მესამე ადგილზე არიან: “სამტრედიასა” და “მაჭახელას” ჩამორჩებიან. ჟორჟიკაშვილმა გასულ ზაფხულს, სეზონის წინ ჩაიბარა ბათუმის “დინამო”.
ვინ შეცვლის გამოცდილ მწვრთნელს? როგორც შევიტყვეთ, მწვრთნელ-კონსულტანტი შოთა ჭეიშვილი იქნება, ხოლო მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლევან ხომერიკი შეასრულებს. ჭეიშვილი თავის დროზე მუშაობდა ბათუმის “დინამოში”, ხომერიკი კი საკმაოდ წარმატებულად თამაშობდა და იყო პერიოდი, გუნდის მთავარმეგოლე გახლდათ.