ჩოგბურთი

19:57 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი რაფა ნადალი

რაფა ნადალი მადრიდის „მასტერზ1000“-ის მეოთხედფინალში 32 წლის ფინელის იარკო ნიემინენის 6:1, 6:4 ძლევის შემდეგ გავიდა. მადრიდის შეჯიბრების მალიორკელი მოქმედი ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგე ჩეხი ტომაშ ბერდიხია, რომელმაც ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს 3:6, 6:3, 6:2 მოუგო.

ნადალისა და ნიემინენის მატჩი საათსა და 20 წუთში დასრულდა. რაფამ 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, იარკოსთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი კვლავ „მშრალია“ – მეტოქენი რვაჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩში პირენელმა სკანდინავს აჯობა.

„თავიდან ნერვულად ვთამაშობდი, პირველ სეტში 4:1-ის შემდეგ კი საკუთარი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. წლეულს გრუნტზე საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ჯოკოვიჩის, ფედერერის უარისა და ვავრინკას გავარდნის შემდეგ ფავორიტად მასახელებენ, თუმცა, ყველაფერი კვირას, ფინალური მატჩის შემდეგ გაირკვევა“, - ნადალის მატჩისშემდგომი სიტყვები Tennis.com-ს მოჰყავს.

 

0.129178