ჩოგბურთი

11:41 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი რაფა

 მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფა ნადალმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე Qatar ExxonMobil Open-ის მეოთხედფინალში კლასიფიკაციაში 24-ე ადგილზე მყოფ ლატვიელ ერნესტს გულბისს 7:5, 6:4 მოუგო და ფინალში გასასვლელად გერმანელ პეტერ გოჯოვჩიკს შეხვდება.

“ტურნირზე ჩემი საუკეთესო მატჩი ჩავატარე. გულბისი რთული ოპონენტია და მისი 2 სეტით ძლევა ორმაგად სასიხარულოა. ვიცი, რომ ჩემ წინააღმდეგ სათამაშოდ გოჯოვჩიკი განსაკუთრებით მოტივირებულია, ამიტომაც თავს მოდუნების უფლებას ოდნავაც ვერ მივცემ”, - 27 წლის რაფა ნახევარფინალში რთულ ორთაბრძოლას ელის.

0.113441