ფეხბურთი

13:43 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

კმაყოფილი გვარდიოლა დიდი ბრძოლების მოლოდინში

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა “მანჩესტერ სიტისთან” გამარჯვებით (1:0) კმაყოფილია. ესპანელის თქმით, მისმა გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა.

“სამი ქულის მოპოვებით ბედნიერი ვარ. ამ მძიმე ჯგუფში კარგი დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრის დასაწყისში, ბურთის ფლობასთან დაკავშირებით პრობლემები შეგვექმნა, თუმცა მალევე გამოვასწორეთ. ბევრი შანსი გვქონდა, რომლის გამოყენებაც ვერ შევძელით და სხვა დროს ეს უნდა მოვახერხოთ.

რაც შეეხება ჩვენ ჯგუფს, დღეს ყველამ კარგად ნახა თუ როგორი გუნდია “რომა”. თავის მხრივ, არც ცსკა არაა ცუდი გუნდი. წინ დიდი ბრძოლები გველის, რომელშიც დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებულები ჩვენ გამოვალთ”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

მომდევნო ტურში, “ბაიერნი” სტუმრად ცსკას ეთამაშება.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.132125