ქართველი შემტევი გიორგი ჭანტურია ოფიციალურად "კლუჟის" ფეხბურთელია. დღეს რუმინულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელი წარადგინა და გიორგის 11-ნომრიანი მაისური გადასცა.
კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა "კლუჟში" დაბრუნებულ გიორგი ჭანტურიასთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.
- როგორია თქვენი ფიზიკური მდგომარეობა და რამდენ ხანში შეძლებთ თამაშს?
- თავს მშვენივრად ვგრძნობ და ფიზიკური მდგომარეობაც კარგი მაქვს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 90 წუთი ვითამაშე. "ვერონაში" მოსამზადებელი ეტაპი კარგად ჩავამთავრე და 100%-ით მზად ვარ.
- რას ფიქრობთ ბოლოდროინდელ "კლუჟზე"?
- ვფიქრობ, გუნდი უმაღლესი ტიტულისთვის იბრძოლებს. ჯერჯერობით სეზონის სტარტია და გუნდი კარგად გამოიყურება - ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ.
გიორგი ჭანტურიამ "კლუჟის" გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მათ გასახარებლად ყველაფერს გააკეთებენ.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა შენ იცი
წარმატებები
გლაზგოში თუ ვერ მოასწრებს ფორმაში შესვლას გიბრალტარი პოლონეთთან უნდა დაგლიჯო
ითამაშე გიო ისე, როგორც უნდა ითამაშო და როგორც, ჩვენ გულშემატკივარს გაგვეხარდება ...წარმატებები
კიდევ ერთი უზომოდ უნიჭიერესი ქართველი ფეხბურთელი,წარმატებას გისურვებ ჭანტურ,შენ ხარ ჩვენი ნაკრების და საქართველოს მომავალი
წარმატებები
ეს ისეთი სიჩქარით იცვლის კლუბებს ქაბალაში არ დავინახო და არ მინდა არაფერი


ზუსტად 3 კვირაა რაც გუნდშია და ეხლა რატო წარადგინეს?
რაღაცაზე ევრ შეთანხმდა ვერონასთან აქამდეო და მიტომო
არ არის 3 კვირა არ იყო ვერონადან არენდის დამადასტურებელი საბუთი გაგზავნილი კაი ხანი.. რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ კლუჟი და ვერონა..
თუ არ დაზოგავს თავს და ივარჯიშებს ბევრს მაგას რა ჯობია,იქნებ რუმინეთის ცემპის ბომბარიდირც გახდეს!
გიო-უნდა დაგლიჯო და დაუმტკიცო ქეცბაიას,რომ გლაზგოში ძირითადში უნდა დაგაყენოს!ცოდოა მარტო ოქრი)))
წარმატებები
შეხვედრის დასრულების შემდეგ დინამოელებმა გლადიატორებს სათამაშო მაისურები გადასცეს, რომელსაც ფან კლუბის წევრები საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. ჩვენი გუნდის მაისურები აუქციონზე გაიყიდება და შემოსული თანხა გადაეცემათ ჩვენს მეგობარ უკრაინელ ფანებს, რომლებიც თავის მხრივ ფულს არმიაში გადარიცხავენ. გლადიატორებმა რამდენიმე თვის წინ უკვე გაუგზავნეს ფული უკრაინულ არმიას!!!!
აუქციონი ჩატარდება გლადიატორების ფესიბუკის ოფიციალურ გვერდზე!!!stripslashes((strlen('https://www.facebook.com/GladiatorsOfficial')>0?' https://www.facebook.com/GladiatorsOfficial':' https://www.facebook.com/GladiatorsOfficial'))
ვისაც გაქვთ სურვილი შეიძინეთ დინამოს მაისური თან დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს!!!
ვიცით კობა ეგ ამბავი უკვე, აქაც დაიწერა
!!!
მე მეჩვენება თU მოსუქებულია=)