როგორც მოსალოდნელი იყო და ერთი კვირის წინ ვწერდით, გიორგი ჭანტურია ამ დღეებში ოფიციალურად გახდება რუმინული "კლუჟის" ფეხბურთელი. ეს "კლუჟის" საიტმაც დაადასტურა. გიორგის სამედიცინო შემოწმების გავლაღა დარჩა.
ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა, შემდეგ კი როგორ განვითარდება მოვლენები, ჯერ უცნობია. ჭანტურიას აგენტ კარლო კავალიერის დიდი იმედი აქვს, რომ ზაფხულიდან ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს რომელიმე კლუბში ითამაშებს. ამ ეტაპზე ყველაზე სავარაუდო ვარიანტი "ვერონაა".
"კლუჟი" რუმინეთის ლიგა1-ში მეშვიდე ადგილზეა. კლუბი ბოლო 5 წელიწადში 3-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი – 2008, 2010 და 2012 წლებში. კლუჟელთა გამოსვლა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გეხსომებათ: მათ საამაყო გამარჯვებები ჩაიწერეს "რომასთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასვლით შეხვედრებში.