ფეხბურთი

14:15 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლუივერტი ვან გაალს აქებს

 

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე პატრიკ კლუივერტი ლუის ვანგაალს აქებს და აღნიშნავს, რომ 62 წლის სპეციალისტი ნებისმიერი კლუბისთვის სასურველი მწვრთნელი იქნება.

"ნებისმიერი კლუბი და მათ შორის, ტოპ კლასის კლუბებიც დიდი სიამოვნებით გააფორმებენ ვან გაალთან კონტრაქტს. იგი ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს და ესაა მისი განსხვავებული სტილი. ძალიან მსიამოვნებს ჰოლანდიის ნაკრებში მასთან ერთად მუშაობა. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების მოლოდინში ვართ და ვნახოთ ამის შემდეგ რა მოხდება." _ განუცხადა talkSPORT-ს კლუივერტმა.

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა "მანჩესტერის" და ვან გაალის ურთიერთობის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"მოხარული ვიქნები თუ ვან გაალი "მანჩესტერს" გაწვრთნის და გაოცებული დავრჩები თუ თანაშემწედ მიხმობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მის გვერდით მუშაობა ძალიან მიყვარს."

გიორგი ბალახაძე

0.115533