რომის “ლაციოსა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე ფეხბურთის თამაშს კიდევ 2-3 წლის განმავლობაში აპირებს.
კლოზესა და “ლაციოს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, სად ითამაშებს 35 წლის გერმანელი მომდევნო სეზონში, მაგრამ ის კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ფიქრობს.
“უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 2-3 წლის განმავლობაში შემიძლია.
ბევრი საინტერესო ვარიანტი მაქვს. არაერთი ჭორი დადის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზე თამაშს განვაგრძობ.
რაც შეეხება საერთაშორისო თამაშებს – ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი ჩემი ბოლო ტურნირი იქნება.” – აცხადებს მიროსლავ კლოზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა შენ იცი
კიჭას რეკორდი არ მოხსნა და თუ გინდა 10 წელი ითამაშე.
მიდი კლოზე კიჭას უნდა გადაუგდო რეკორდში
ყველას ვეკითხები და მაინტერესებს ვიმეს თუ აქვს პასუხი, მარიო მანჯუკიჩი ამას რითი ჯობია 1 მიზეზი მაინც დამისახელეთ რა. ამაზე გამტანის დ.შ რა დაუნახაობაა
ახალგაზრდობით.
მადლია ამისთვის
პატიოსანი კაციაააააა
კლოზეეეეეეეეეეე მიდიიიიიიიიიი გმიროოოოოოოო
გმიროოოოოოოოოო
მიდი მიროო
ეს მგონი ბომბარდირობას აპირებს მსოფლიოზე?მიყავს ნეტა ლიოვს?ამან რომ რონალდოს გაასწროს გადავირევი
გახდება კიდეც
მიყავს და 90% გადაასწრებს რონალდოს. სულ თუ არაფერი, ერთი აუტცაიდერი მაინც ეყოლებათ ჯგუფში და იქ შეაგდებს ან შეაგდებინებენ.
როგორც ეხლა ხო?
კლოზე და ინძაგი იყვნენ და არიან ჩემი საყვარელი ფეხბურთელები. ბევრს შეიძლება გაუკვირდეს მარა ზუსტად ამათმა დამაწყებინეს ფეხბურთის ყურება 2002 წლიდან. 2 3 წელიწადში კი მათ რიცხვს ჩემ საყვარელ ფეხბურთელებში იბრაც მივუმატე. ამის შემდეგ ამ სამეულზე მეტად არავინ არ მეყვარება
როგორც ეხლა ხო?