ფეხბურთი

20:35 | 11.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე იტალიასთან და ინგლისთან საეჭვოა

გერმანიის ეროვნული ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელის, მიროსლავ კლოზეს იტალიასთან და ინგლისთან თამაში საეჭვოა. ამის მიზეზი “პარმასთან” მიღებული ტრავმაა.

სერია A-ს გასულ ტურში, “ლაციოს” ფეხბურთელმა მხრის ტრავმა მიიღო. ივარაუდება, რომ 35 წლის ფეხბურთელს 2-3 კვირა გაუცდება.

დაზიანების მიუხედავად, კლოზე ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოცხადდება, მაგრამ მოსალონელია, რომ ექიმები მას შინ დააბრუნებენ.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს, გერმანია ამხანაგურად იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო 4 დღეში უკვე ინგლისს გაეჯიბრება.

0.115114