ფეხბურთი

13:17 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე, იოზილი და მერტეზაკერი საეჭვონი არიან

იტალიისა და ინგლისის ეროვნულ ნაკრებებთან ამხანაგურ მატჩებში, შესაძლოა, გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მიროსლავ კლოზე, მესუთ იოზილი და პერ მერტეზაკერი მოისაკლისოს. ESPN-ის ცნობით, სამივე მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

კლოზეს ტრავმის შესახებ უკვე ვიუწყებოდით. რამდენადაც ცნობილია, 35 წლის მეგოლე მიუნხენში იმყოფება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ალემანებს დაეხმაროს.

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელებს - მესუთ იოზილისა და პერ მერტეზაკერს სურდო აქვთ და ექიმები დიაგნოზს არ აკეთებენ. დიდი ალბათობით, იოზილი და მერტეზაკერი იტალიასთან მატჩს გამოტოვებენ და ინგლისთან დაპირისპირებაში დაბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, გერმანია იტალიას დაუპირისპირდება, 19 ნოემბერს – ინგლისს.

 

0.107547