დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ინტერნეტ-გამოცემა Bundesliga-სთან ინტერვიუში დაეთანხმა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაც ხოსეპ გვარდიოლას მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ფეხბურთელებს სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი თამაშის ჩატარება უწევთ.
“მსოფლიოს ჩემპიონატზე მოთამაშეები საშინლად გადაიღალნენ და დასასვენებლად გამოყოფილი დრო აშკარად არ ეყოთ. გვარდიოლას სიტყვებს მეც გავიმეორებ, მაგრამ სამწუხაროდ, კლუბებისა და ფეხბურთელების ამ პრობლემას არავინ ითვალისწინებს” – განაცხადა კლოპმა.
ვასილ მშვილდაძე