23 ნოემბერს გერმანულ ბუნდესლიგაში მეტად პრინციპული და სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მატჩი ჩატარდება. მეორე ადგილზე მყოფი დორტმუნდის “ბორუსია” ბუნდესლიგის ჩემპიონსა და ლიდერს მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.
დორტმუნდელთა დამრიგებელი იურგენ კლოპი მომავალ შეხვედრას გამოეხმაურა და საკუთარი გუნდის გეგმაზეც ისაუბრა: “ჩვენი საასპარეზო სტილი მოწინააღმდეგისთვის მეტად საშიშია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ფეხბურთელები 100 პროცენტიან მზადყოფნას გამოავლენენ. მხოლოდ ემოცია საკმარისი არაა. “ბაიერნს” ისეთი მატჩების მოგებაც ხელეწიფება, რომლებში თავის საუკეთესო თვისებებს ბოლომდე ვერ ავლენს. ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ერთსულოვნებით და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი”, - აცხადებს კლოპი.