ფეხბურთი

21:16 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა “ბაიერნი” მაინც უძლიერესაო

გერმანიის თასის მოახლოებულ ფინალთან დაკავშირებით დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი გადამწყვეტ მატჩში მოწინააღმდეგის, მიუნხენის “ბაიერნის” თამაშს გამოეხმაურა და ბავარიელები პლანეტის უძლიერეს გუნდად მოიხსენია.

“ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” მარცხი ბავარიელთა მიერ უპირველესად დაცვაში სტანდარტული სიტუაციებისას დაშვებული შეცდომები იყო განპირობებული. მეტად არასასიამოვნო ანგარიშით დამარცხების მიუხედავად აზრი არ შემიცვლია - მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია”, - აცხადებს კლოპი.

დორტმუნდელთა დამრიგებელი ლევანდოვსკის თემასაც გამოეხმაურა: “რობერტი ბრწყინვალე თავდამსხმელია. სეზონის ბოლოს იგი დაგვტოვებს, “ბორუსიას” მაისურათი ჩასატარებელ ბოლო 3 მატჩში კი, იმედია, ლევანდოვსკი მოტივირებულად ითამაშებს და საუკეთესო თვისებებსაც სრულად გამოავლენს”.

 

0.115555