გერმანული “დორტმუნდის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კლუბთან კოტნრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.
კლოპსა და “დორტმუნდს” შორის აქამდე არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2016 წელს გასდიოდა. გერმანული გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობის 2018 წლამდე გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
იურგენ კლოპი “დორტმუნდს” 2008 წლიდან წვრთნის. მან გუნდს 2-ჯერ ბუნდესლიგა, ხოლო თითოჯერ გერმანიის თასი და სუპერთასი მოაგებინა. გარდა ამისა, გასულ სეზონში, “დორტმუნდელებმა” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს.