ფეხბურთი

19:54 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი “ზენიტთან” შეხვედრას მოუთმენლად ელის

“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგაზე “ზენიტთან” შეხვედრით მოხარულია და აცხადებს, რომ რუსულ კლუბთან დაპირისპირებას ის მოუთმენლად ელის.

“რუსეთში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ “ზენიტთან” თამაშს მოუთმენლად ველი. უახლოეს მომავალში მზადებას დავიწყებთ და მეტოქეს უკეთ შევისწავლით.

ნებისმიერი გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავა, მაღალი დონისაა, მაგრამ ახლა, “ზენიტის” შესაძლებლობების საფუძვლიანად განხილვისთვის მზად არ ვარ. ამის თამაშამდე 2 თვით ადრე გაკეთება არაპროფესიონალიზმი იქნებოდა.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119545