დორტმუნდის "ბორუსიის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მარკო როისს აქებს და აღნიშნავს, რომ გერმანელს შემდეგ სეზონში ბომბარდირობა შეუძლია.
კლუბს თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი მიუნხენის "ბაიერნში" აპირებს გადასვლას და როგორც ჩანს, კლოპის კიდევ ერთი საკვანძო ფეხბურთელის დაკარგვა არ სურს.
"შემდეგ სეზონში როისს ბუნდესლიგის ბომარდირობა შეუძლია. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამას ყველა ვხედავთ." _ განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
მარკო როისმა ბუნდესლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და თავი 16-ჯერ გამოიჩინა. 24 წლის ფეხბურთელის აქტივში 14 საგოლე პასიცაა.
ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა როისში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი ბალახაძე