გერმანული “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ფიქრობს, რომ მისი გუნდის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, ერთი წლის შემდეგ, მიუნხენის “ბაიერნს” შეუერთდება.
“ვფიქრობ, სავსებით ნათელია ის ფაქტი, რომ ერთი სეზონის შემდეგ, რობერტი “ბაიერნში” გადავა. ჩვენი მიზანია ის ამ ერთი წლის განმავლობაში მაქსიმალურად გამოვიყენოთ.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.
რობერტ ლევანდოვსკისა და “დორტმუნდს” შორის არსებულ კონტრაქტს ვადა მომდევნო სეზონის შემდეგ გასდის და ფეხბურთელი თანამამშომლობის გაგრძელებას არ აპირებს. უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონელს კარიერის “ბაიერნში” გაგრძელება სურს.