დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბუნდესლიგის მე-17 ტურში “ჰერტასთან” 1:2 წაგების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდს დასვენება სჭირდება და ზამთრის პაუზა აუცილებლად სასიკეთოდ წაადგება.
“ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, დასანანად დასრულდა – ციტირებს კლოპის სიტყვებს Sky Deutschland – მეორე გაშვებულმა გოლმა ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. “ჰერტაზე” ზეწოლის გაძლიერება ვეღარ შევძელით. წარუმატებლობაში ვერავის დავადანაშაულებთ, საკუთარი თავის გარდა. გუნდს დასვენება სჭირდება”.