გერმანული “დორტმუნდის” მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოს სურს, მისმა გუნდმა იმ დონეს მიაღწიოს, როდესაც წამყვან ფეხბურთელებს სხვაგან წასვლის სურვილი აღარ ექნებათ.
“ყოველთვის ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელები სხვა კლუბებში გადავიდოდნენ. ეს წინა წლებშიც არაერთხელ მითქვამს. დადგა დრო, როდესაც სიტუაცია უნდა შეიცვალოს. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, წავლენ თუ არა გუნდის ლიდერები სხვაგან. საკუთარი დონე უნდა გავაუმჯობესოთ, რათა ფეხბურთელებს წასვლის სურვილი აღარ გაუჩნდეთ.
სამწუხაროდ, მიზანს ჯერ ვერ მივაღწიეთ. კლუბთან კონტრაქტი 2018 წლამდე იმისთვის გავაფორმე, რომ მდგომარეობა გამოვასწოროთ. ფეხბურთელების შენარჩუნება უნდა ვისწავლო.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში, “დორტმუნდი” ნური შაჰინმა, შინჯი კაგავამ და მარიო გიოტცემ დატოვეს, ხოლო მიმდინარე სეზონის ბოლოს მათ რობერტ ლევანდოვსკიც შეუერთდება.