გერმანული “დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნში” გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი მეტია, ვიდრე რომელიმე ფეხბურთელი.
“ფეხბურთელი ყოველთვის შეიძლება ერთი გუნდიდან მეორეში გადავიდეს, მაგრამ “დორტმუნდი” უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი ფეხბურთელი. ჩვენ კარგი სამომავლო გეგმა გვაქვს.
რობერტის გადაწყვეტილება ჩვენს ხედვებს შეესაბამება. ვიცოდით, რომ ის წასვლას აპირებდა, თუმცა მას ჩვენს გუნდზე კონცენტრირების პრობლემა არასდროს ჰქონია.” – ციტირებს კლოპის სიტყვებს Goal-ი.