იურგენ კლოპმა აღნიშნა, რომ შემთხვევითი არაა ნური შაჰინისა და შინჯი კაგავას “დორტმუნდში” დაბრუნება. თურქი შაჰინი შარშან დაუბრუნდა კლუბს, სადაც სახელი გაითქვა, იაპონელი კი “მანჩესტერ იუნაიტედიდან” მივიდა რურის კლუბში.
“მსოფლიო ფეხბურთში ხშირად არ ხდება, როცა ერთ მდინარეში ორჯერ შედიან. ეს იმას ნიშნავს, რომ “დორტმუნდი” ფეხბურთელებს იზიდავს და თავს არ ავიწყებს. როცა ამას ვამბობ, ვგულისხმობ ჩვენს გულშემატკივრებს, მათ მიერ შექმნილ ატმოსფეროს ტრიბუნებზე და მთლიანად გუნდურ აურას" - თქვა კლოპმა.