დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, საშინაო კედლებში ლონდონის “არსენალთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფეხბურთში მთავარი შედეგია.
“ფეხბურთი სპორტის ის სახეობაა, სადაც მთავარი ყურადღება ტაბლოს ექცევა. “არსენალმა” პირველი საგოლე მომენტი 62-ე წუთზე შექმნა, მაგრამ სამი ქულის მოსაპოვებლად ესეც ეყო. შეიძლება უსამართლობაა, მაგრამ უნდა შევეგუოთ. დღეს “ბორუსიამ” ძალიან კარგად ითამაშა, უამრავჯერ შეუტია სახიფათოდ, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. ჩემი გუნდის და ფეხბურთელების მჯერა. ჯგუფური ეტაპი მაინც უნდა დავძლიოთ” – განაცხადა იურგენ კლოპმა.