მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მათ შორის მარკო როისიც, "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დამაჯერებლად სძლია ლონდონის "არსენალს" – 2:0.
დორტმუნდელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ურთულეს სიტუაციაშიც შეუძლია, გუნდი უმაღლეს დონეზე ათამაშოს:
"ჩემმა გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. ჩვენ უფრო ჭკვიანები და სწრაფები ვიყავით. სწორედ ის გავაკეთეთ, რამაც "არსენალს" თავისი უპირატესობები წაართვა. მიეცით ლონდონელებს თუნდაც ერთი მეტრის სივრცე და არაერთ არასასიამოვნო მომენტს ნახავთ. ჩვენთვის ეს იდეალური მატჩი იყო და მეც დიდი სიამოვნება მივიღე. ასეთი მატჩების ყურება საუკეთესო საქმიანობაა მსოფლიოში" – უთხრა კლოპმა უეფა-ს ოფიციალურ საიტს.
ილია კახელიშვილი