ფეხბურთი

13:28 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი 10 ათასით დააჯარიმეს

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა “დორტმუნდის” თავკაცი იურგენ კლოპი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.

კლოპი არასპორტული საქციელისთვის დაისაჯა. “გლადბახთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (1:2), გერმანელი სპეციალისტი მეოთხე არბიტრს მივარდა და ყვირილი დაუწყო. კლოპს ჯარიმა არ გაუპროტესტებია და თანხის გადახდას დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ კლოპი არასპორტული საქციელით “ნაპოლისთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩშიც “გამოირჩა”. გერმანელი მაშინაც არბიტრებს შემოსწყრა.

 

0.121646