თამაშგარე

10:38 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლოდ მაკელელეს მოუსვენარი ცოლი

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელის, კლოდ მაკელელეს ცოლი, ნოემი ლენორი თავის დროზე ცხოვრების ათას ბარიერზეა გადამხტარი და იყო დრო, სანამ ფრანგ ფეხბურთელს შეხვდებოდა, ეროტიკულ ფილმებშიც კი მიუღია მონაწილეობა. მოდელობაზე და ფოტოკამერის წინ პოზიორობაზე საუბარიც კი არ ღირს..

 ნოემი ლენორი, როგორც ჩანს, ვერა და ვერ ივიწყებს ძველსა და ქარიშხლიან დროებას და როგორც ფრანგული მედია იუწყება, მაკელელეს ცოლს ეროტიკული ფილმების სტუდია გაუხსნია, სადაც კარი ყველა ლამაზი ასულისათვის არის ღია.

 თუკი სხვისთვის კლოდ მაკელელეს მეუღლის ეს საქციელი შეიძლება მოუღებელი იყოს, ქალბატონი ნოემისთვის ჩვეულებრივი საქმიანობის ნაწილია და ეს ქალი სულაც არ უსმენს მოკრიტიკეთა შეგონებებს. თან როგორც ჩანს, მონდომებითა და გულით სწორედ იმ საქმეს აკეთებს, რაც ყველაზე კარგად იცის და გამოსდის...

0.140764