ფეხბურთი

12:03 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

კლიშმა “სიტისთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისის “მანჩესტერ სიტის” ფრანგმა მცველმა გაელ კლიშმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის ახალი შეთანხმება 4-წლიანია.

“მოხარული ვარ, ახალი კონტრაქტის პირობები რომ შევათანხმეთ და უკვე მოუთმენლად ველი მომავალ სეზონს. გასული სეზონი არცთუ წარმატებული აღმოჩნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს გამოცდილება მომავალში აუცილებლად წაგვადგება” - თქვა კლიშიმ.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, კლიში 28 მატჩში გავიდა მოედანზე და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.127043