კალათბურთი

20:00 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" ვინი დელ ნეგრო გაანთავისუფლა და ახალ მწვრთნელს ეძებს

"ლოს ანჯელეს კლიპერსის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტი აღარ გაუგრძელონ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვინი დელ ნეგროს, რომელიც "ლობ სიტის" სათავეში 2010 წლიდან ედგა. მისი ხელმძღვანელობით კალიფორნიელებმა შარშან დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ ეტაპზე გააღწიეს, წელს კი კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად შეძლეს წყნარი ოკეანის დივიზიონის მოგება, თუმცა ვინის პლეი ოფის პირველივე ეტაპზე მარცხი "მემფისთან" (2-4) აღარ ეპატია.

"კლიპერსი" უკვე აქტიურად ეძებს მთავარი მწვრთნელობის ახალ კანდიდატს და 3 კანდიდატურაც გამოიკვეთა: ბაირონ სკოტი, ელვინ ჯენტრი და ლაიონელ ჰოლინზი. ფავორიტად ეს უკანასკნელი მიიჩნევა, რომელიც ამჟამად "გრიზლისს" უდგას სათავეში, თუმცა მისი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება მემფისურ გუნდთან.

 

0.120151