სუპერმძიმე წონაში უკრაინელი მსოლფიოს მოქმედი ჩემპიონი ვლადიმერ კლიჩკო, არაოფიციალური მეუღლის, ამერიკელი მსახიობის, ჰაიდენ პენეტიერისგან შვილს ელოდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული პრესა ავრცელებს.
შეგახსნებეთ, რომ ვლადიმერსა და ჰაიდენს ჯვრისწერა დაგეგმილი ჰქონდათ, მაგრამ უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო გაურკვეველი ვადით გადადეს.
რაც შეეხება სპორტულ კარიერას, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მორიგი ორთაბრძოლის გამართვას მიმდინარე წლის სექტემბერში აპირებს.