“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ტომ კლევერლი მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგის მოგებას გეგმავს. მისთვის, პრიორიტეტული ინგლისის პირველობაა.
“პირველად მოპოვებული ჩემპიონის ტიტული ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ასეთი შემთხვევების შემდეგ, სულ უფრო და უფრო მეტის მიღწევის სურვილი გიჩნდება. ყოველთვის მემახსოვრება დღე, როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ამ სიხარულის განცდა კიდევ ერთხელ მსურს. მას შემდეგ, რაც გამარჯვების გემო გავიგე, კიდევ უფრო მეტი მომინდა. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მიმდინარე სეზონში პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ”, - უთხრა კლევერლიმ Inside United-ს.
ცნობისათვის, კლევერლის პრემიერლიგა ერთხელ აქვს მოგებული.