რაგბი

16:46 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“კლერმონი” და “ტულონი” პლეი ოფში არიან

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, ქართველი ლეგიონერების ორმა გუნდმა პლეი ოფში თამაში დაიბევა, ერთს კი, ამის საუკეთესო შანსი აქვს.

შეგახსენებთ, რომ ექვსი ჯგუფიდან პლეი ოფში გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიან, მომდევნი სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, რანგით მეორე “ამლინ ჩელენჯ ქაფზე” ინაცვლებს. ექვსიდან ოთხი საუკეთესო პირველადგილოსანი ერთმატჩიან მეოთხედფინალში მასპინძლის უფლებით სარგებლობს, რაც უმნიშვნელო უპირატესობა სულაც არაა და მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის განაღდებით ჯგუფურ ეტაპზე ბრძოლა არ მთავრება.

პირველი ჯგუფიდან პლეი ოფში გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა”, რომელმაც ირლანდიურ “ლებსტერს” უმასპინძლა და 8 ათასი გულშემატკივრის წინაშე 22:29 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი 17:12 იგებდა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა უმნიშვნელოვანეს მატჩში უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

არადა, “კასტრისთვის” ყველაფერი კარგად დაიწყო. მათი შუამარბის საუცხოო თამაშის შედეგად ორი ლელო გავიდა და მე-20 წუთზე ანგარიში 14:0 იყო. მაგრამ ირლანდიელებმა შესვენებამდე ორი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს, ერთი გარდასახვა გამოიყენეს, შუალედში ჯარიმა გაუშვეს და ტაიმი მასპინძლებმა 17:12 მოიგეს. დაწყო მეორე ტაიმი და “ლენსტერმა” ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, მერე კი, “ნაჩუქარი” არეკნით უპირატესობაც მოიპოვა - 18:17. დასკვნით 20 წუთში ირლანდიელებმა ორი ჯარიმით და ლელოთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაზეც “კასტრმა” დამატებულ დროში ლელოთი უპასუხა და პრემიალური ქულა ჩაიწერა. მაგრამ ეს ქულა ბევრს აღარაფერს ნიშნავს და საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თუ ფრანგებმა ინგლისში “ნორთჰემპტონი” დაამარცხეს, მათ მხოლოდ “ჩელენჯ ქაფზე” გადანაცვლების შანსი ექნებათ.

მეორე ჯგუფში თასის მფლობელმა, კოტე მიქაუტიძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა” უშუალო კონკურენტი “კარდიფი” 43:20 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა. პირველ ტაიმში ჯონი უილკინსონის ხუთ ჯარიმას უელსელებმა ორი ჯარიმით და ერთი ლელო-გარდასახვით უპასუხეს და ტაიმი მასპინძლებმა 15:13 მოიგეს, მეორე ნახევარში კი, 31 ათასმა მაყურებელმა საბოლოოდ გაიხარა.

“ტულონმა” 8 წუთში სამი ლელო გაიტანა, რომელთაგან ორი საჯარიმო იყო და 50-ე წუთზე თამაშში მიქაუტაძე ჩაერთო. 70-ე წუთზე “კარდიფმა” ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ მასპინძლებმა მსაჯის დამატებულ წუთებზე მესამე საჯარიმო ლელო მიითვალეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. დასკვნით ტურში “ტულონი” “გლაზგოს” შოტლანდიაში ეთამაშება და ოთხიდან ერთი საუკეთესო პირველადგილოსნის სტატუსის შენარჩუნებას ეცდება.

მესამე ჯგუფში პირველი ადგილი თითქმის დაბევებული აქვს ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას”, რომელმაც ქართველი ლეგიონერების გარეშე ინგლისურ “სერასინსს” უმასპინძლა და 21:11 იმარჯვა. ახლა ფრანგებმა დასკვნით ტურში აუტსაიდერი “ძებრე” იტალიაში უნდა დაამარცხონ, რაც არცთუ რთული ამოცანაა და პირველობასთან ერთად პლეი ოფში მასპინძლობაც დაბევებული ექნება.

მეოთხე ჯგუფში უშუალო კონკურენტ “ჰარლექუინსის” ონგლისში 16:13 ძლევით პირველობა დაიბევა დავით ზირაქაშვილის “კლერმონმა”. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა და მისი გუნდი დებიუტში ჯარიმით დაწინაურდა. ტაიმის შუაში ინგლისელებმა ფანტასტიური ლელო გაიტანეს, გარდასახვას ორი ჯარიმაც მიაყოლეს და ტაიმი 13:3 მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში ფრანგებმა მასპინძლებს შეცდომა არ აპატიეს და ერთი ლელო გაქვითეს, 73-ე წუთზე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, ხოლო კიდევ 3 წუთში გამარჯვების ჯარიმა დაკრეს და მდევარი 7 ქულით მოიტოვეს.

ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” უელსის “სკარლეტს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა, 13:19 დამარცხდა და ბოლო ადგილზე დარჩა. დასკვნით ტურში “კლერმონი” სწორედ “რასინგ მეტროს” მასპინძლობს და მოგებით პლეი ოფში მასპინძლობის უფლებისთვის იბრძოლებს.

მეხუთე ჯგუფში მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე”, რომელსაც ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ ჰქონდა, ირლანდიაში “ოლსტერს” გადახალისებული შემადგენლობით ეწვია და 16:27 დამარცხდა. გორგოძე ისვენებდა, ხოლო ნარიაშვილმა დასკვნითი 20 წუთი ითამაშა და მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეექვსე ჯგუფში ქართველი ლეგიონერების გარეშე გაიმართა დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგისა” და გიორგი ჟღენტის “პერპინიანის” დაპირისპირება. ორივე ჩვენებური ტრავმირებულია, სქოთებმა კი, 27:16 მოგებით მეორე ადგილზე აინაცვლეს და დასკვნით ტურში ამ პოზიციის შენარჩუნებას ეცდებიან.

 

2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. V რაუნდი

I ჯგუფი

კასტრი (საფრანგეთი) - ლენსტერი (ირლანდია) 22:29

ოსპრეიზი (უელსი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 17:29

 

1        ლენსტერი                      5        4         0          1         116-67         17
2 ნორთჰემპტონი 5 3 0 2 94-101 13
3 კასტრი 5 2 0 3 75-91 9
4 ოსპრეიზი 5 1 0 4 72-102 5

 

მომდევნო ტური. 17 იანვარი

ლენსტერი - ოსპრეიზი

ნორთჰემპტონი - კასტრი

 

II ჯგუფი

ტულონი (საფრანგეთი) - კარდიფი (უელსი) 43:20

ექსეტერი (ინგლისი) - გლაზგო (შოტლანდია) 10:15

 

1        ტულონი           5          4         0          1          155-96            20
2 კარდიფი 5 3 0 2 106-129 13
3 გლაზგო 5 2 0 3 90-115 10
4 ექსეტერი 5 1 0 4 99-110 8

 

მომდევნო ტური. 18 იანვარი

გლაზგო - ტულონი

კარდიფი - ექსეტერი

 

III ჯგუფი

ტულუზა (საფრანგეთი) - სერასინსი (ინგლისი) 21:11

კონახტი (ირლანდია) - ძებრე (იტალია) 20:3

 

1        ტულუზა                5          4           0         1         127-57         19
2 სერასინსი 5 3 0 2 153-68 15
3 კონახტი 5 3 0 2 95-83 13
4 ძებრე 5 0 0 5 27-194 0

 

მომდევნო ტური. 18 იანვარი

სერასინსი - კონახტი

ძებრე - ტულუზა

 

IV ჯგუფი

ჰარლექუინსი (ინგლისი) - კლერმონი (საფრანგეთი) 13:16

რასინგ მეტრო (საფრანგეთი) - სკარლეტსი (უელსი) 13:19

 

1            კლერმონი                       5         4         0          1         111-66           19
2 ჰარლექუინსი 5 2 0 3 104-83 12
3 სკარლეტსი 5 2 1 2 102-128 10
4 რასინგ მეტრო 5 1 1 3 63-103 7

 

მომდევნო ტური. 19 იანვარი

კლერმონი - რასინგ მეტრო

სკარლეტსი - ჰარლექუინსი

 

V ჯგუფი

ოლსტერი (ირლანდია) - მონპელიე (საფრანგეთი) 27:16

ბენეტონი (იტალია) - ლესტერი (ინგლისი) 19:34

 

1         ოლსტერი             5         5         0        0         157-43         22
2 ლესტერი 5 4 0 1 140-90 20
3 მონპელიე 5 1 0 4 97-118 6
4 ბენეტონი 5 0 0 5 35-178 0

 

მომდევნო ტური. 18 იანვარი

ლესტერი - ოლსტერი

მონპელიე - ბენეტონი

 

VI ჯგუფი

ედინბურგი (შოტლანდია) - პერპინიანი (საფრანგეთი) 27:16

გლოსტერი (ინგლისი) - მანსტერი (ირლანდია) 7:20

 

1         მანსტერი               5          4           0         1        123-71         18
2 ედინბურგი 5 3 0 2 98-103 12
3 გლოსტერი 5 2 0 3 77-96 9
4 პერპინიანი 5 1 0 4 94-122 7

 

მომდევნო ტური. 19 იანვარი

მანსტერი - ედინბურგი

პერპინიანი - გლოსტერი

0.120589