ჩოგბურთი

0:40 | 26.04.2010 | ნანახია [] - ჯერ

კლეისტერსი ექვს კვირას იუქმებს


კიმ კლეისტერმა მარცხენა ფეხის კუნთი გაიწყვიტა და ამის გამო, სავარაუდოდ, ექვს კვირას იუქმებს.
27 წელს მიტანებულმა ბელგიელმა მეჩოგნემ, ვისაც მსოფლიო რეიტინგში ახლა მე-11 ადგილი უკავია, ტრავმა შაბათს ფედერაციის თასზე ესტონელ მარეტ ანისთან 6:4 6:2 მოგებულ შეხვედრაში მიიღო.
ტრავმის გამო კლეისტერსმა კვირას მეორე საერთეულო მატჩი ვერ ითამაშა, თუმცა ბელგიამ ესტონეთს უმისოდაც სძლია 3:2 და მსოფლიო ჯგუფს დაუბრუნდა!
თუ ექიმების პროგნოზი სწორია, კიმს, დიდი ალბათობით, წლევანდელი როლან გაროს გამოტოვება მოუწევს. ეს ტურნირი, შეგახსენებთ, 23 მაისს იწყება.
თუმცა აშშ-ის შარშანდელი ღია პირველობის გამარჯვებული თავად ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ინტენსიური მკურნალობის წყალობით გაცილებით მალე მომჯობინდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097322