პოპულარული გერმანელი მოდელი, კლაუდია შიფერი, რომელიც უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალთან საუბარში ცოტა არ იყოს, ირონიულად ლაპარაკობს ამერიკაში პოპულარულ სპორტის სახეობებზე და ამ სახეობების გულშემატკივრებზე.
კლაუდია შიფერის აზრით, გაურკვეველია, რატომ უყვართ ამერიკელებს ასე ძალიან ამერიკული ფეხბურთი, როდესაც სპორტის ამ სახეობაზე ბევრად უფრო საინტერესო და დინამიური სპორტის სახეობები არსებობს. იგი ასევე ამბობს იმასაც, რომ თავად ყველაზე მეტად სპორტის ზამთრის სახეობები მოსწონს.
ამჟამად, რა თქმა უნდა, კლაუდია შიფერის პოპულარობა, ჩანავლებული ნაკვერჩხალივითაა და მისი სახელი ბევრ ახალგაზრდას არაფერს ეუბნება. არადა დრო იყო, როდესაც კლაუდია შიფერის გამოჩენას კი არა, სახელის ხსენებასაც კი მრავალთა გულის თრთოლვა მოჰყვებოდა ხოლმე. წლები, წლები...









