იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი, სერია A-ს 26-ე ტურში ტურინის “იუვენტუსთან” 0:2 განცდილი მარცხის შემდეგ, საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი იყო.
“ტაბლოზე უსიამოვნო შედეგი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. კარგად ვიცოდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ ბრწყინვალე გუნდი თამაშობდა, მაგრამ ისინი სასურველ ტემზე ავიყოლიეთ და მათი უპირატესობა გავანეიტრალეთ. მეორე ტაიმში, გაშვებული გოლის შემდეგ, “იუვენტუსს” დაცვაში კიდევ უფრო ღრმად ჩაჯდომის შანსი მიეცა, თუმცა, ჩემზე საკუთარი გუნდის პროგრესმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მე შევძელი მათთვის თავდაჯერების შემატება და გუნდიც ათამაშდა. ახლა ჩვენ საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ვართ და მუშაობას ვაგრძელებთ. როგორ შეიძლება “იუვენტუსის” გაჩერება? მხოლოდ ტანკით! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში უბადლოდ თამაშობს, კომპლიმენტებს იმსახურებს” - განაცხადა ნამატჩევს ზეედორფმა.







