“ლევერკუზენის” ფორვარდი შტეფან კისლინგი “დორტმუნდთან” გერმანიის ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (2:2) დაშავდა და სეზონი ნაადრევად დაასრულა. ამის შესახებ გერმანული პრესა იუწყება.
გერმანელმა თავდამსხმელმა “დორტმუნდთან” დაპირისპირებაში მარცხენა ფეხი სერიოზულად დაიზიანა. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შემდეგ, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ფორვარდი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. კისლინგის გარეშე, “ლევერკუზენს” ბრემენის “ვერდერთან” და ფრანკფურტის “აინტრახტთან” მოუწევს ჭიდილი.