ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელმა შტეფან კისლინგმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას უთხრა, რომ ბუნდესლიგის ახალ სეზონში გასული სეზონის შედეგის გაუმჯობესებას გეგმავს, ოღონდ უმაღლესი სინჯის მედლის პერსპექტივის არ სჯერა. შეგახსენებთ, “ბაიერი” ბრინჯაოს პრიზიორია.
“მიზანი, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი პოზიციის დაკავებაა. მაგალითად, მეორე ადგილზე გასვლა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ვერცხლის მედლის მოგება რეალურად შეგვიძლია. ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა კი, წარმოუდგენლად ძნელია”, – განაცხადა კისლინგმა.