ფეხბურთი

13:22 | 26.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

კისლინგი 2017 წლამდე ლევერკუზენელია

 

ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელმა შტეფან კისლინგმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. გერმანული პრესის ცნობით, მხარეები 2017 წლამდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

“ბაიერის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა ახლახან გამოაცხადა, რომ გუნდი არ აპირებდა კისლინგის ტრანსფერზე დაყენებას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს არაერთი მსურველი ჰყავდა. თავად შტეფან კისლინგმა კი ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ლევერკუზენული კლუბის მიზანზე ისაუბრა - ბუნდესლიგის მომავალი სეზონში მეორე ადგილის დაკავება “ბაიერისთვის” წარმატება იქნებაო.


0.11752