ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა კირონ დაიერმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 34 წლის ინგლისელმა Independent Ipswich Town-ს გაანდო, რომ მომავალში, მწვრთნელობას აპირებს.
“აღარ მინდა გამუდმებით მოგზაურობაში ვიყო. კარიერას ვასრულებ და ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ. მინდა, დრო შვილებთან გავატარო. მას შემდეგ, რაც “ნიუკასლი” დავტოვე, მთელი ქვეყანა მოვიარე და ბავშვებს ყურადღება მოვაკელი. ახლა, მათთან ყოფნის საშუალება მექნება. სამომავლოდ, მწვრთნელობას ვაპირებ. მინდა, პეპ გვარდიოლას დავემსგავსო”, - განაცხადა დაიერმა.
უკანასკნელად, ინგლისელი "მიდლსბროში" ასპარეზობდა.
ცნობისათვის, დაიერს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 33 მატჩი აქვს ჩატარებული. უკანასკნელად, ნახევარმცველმა სამშობლოს ღირსება 2007 წელს დაიცვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
irakli741 ''ამას რა ჩემი "ხისკო" უნდა''-რას ნიშნავს, შეგიძლია ჩვენც გვითხრა?
აი ამას ვინც ლანძღავთ მართლა არ გიყურებიათ ამის თამაში! უდასტოინესი და მაგარი ჭკვიანი ფეხბურთელი იყო! და კარიერის პიკში მიიღი საშინელი ტრავმა და მაგის გამო გაუცდა ძაან დიდი პერიოდი და ვეღარც აკრიფა მერე ძველი ფორმა!
ამას რა ჩემი "ხისკო" უნდა ფეხბურთში
ხოდა იმ 20-21 წლის ბიჭის მერე არაფერიც არ იყო... ფაშლ ვჟოფუ კირონ
დავაი იტირეთ : დდ
რა პერსპექტიული ბიჭი იყო
რა კარგი ფეხბურთელები ამთავრებენ კარიერას, ეჰ რა მალე გადის დრო!
ვაჰ, რა სწრაფად გადის დრო. კარგად მახსოვს ეს რომ 20-21 წლის, თითქოს გუშინ იყო.