ჩოგბურთი

10:33 | 2.07.2014 | ნანახია NaN - ჯერ

კირგიოსი მეოთხედფინალშია, ნადალი - კმაყოფილი

 მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი, უიმბლდონზე მეორე ნომრად განთესილი რაფა ნადალი მერვედფინალში 19 წლის ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან 6:7 (5:7), 7:5, 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა. კლასიფიკაციის 144-ე ადგილზე მყოფმა კანბერელმა თინეიჯერმა ბრეიკი და 37 ეისი შეასრულა. მატჩი 3 საათს გაგრძელდა. მეოთხედფინალში კირგიოსი კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება.  

“ჩემი აზრით, ბრწყინვალედ ვითამაშე. მართალია, თავდაპირველად ბურთის მიღებისას სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდი, მაგრამ თანდათან მოვუმატე, თავად კი მეტად კარგად ვაწოდებდი. მატჩის წინ მოგების რწმენა მქონდა და ასპარეზობისას დავამტკიცე, ეს განწყობა უსაფუძვლო რომ არ ყოფილა. ბალახისსაფარიან კორტზე კარგად თამაში გამომდის, დღეს კი კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩავატარე”, - კირგიოსი ბედნიერებისგან ემოციას ვერ მალავდა.

“წლევანდელ უიმბლდონზე გამოსვლით კმაყოფილი ვარ. აქ კორტის საფარი სახიფათოა, ჩემი საასპარეზო ბადე კი მეტად რთული გამოდგა. შედარებით იოლი მოწინააღმდეგე არ შემხვედრია. ჩემი დღევანდელი ოპონენტი მძლავრად აწოდებდა და უკანა ხაზზე მაღალ დონეზე თამაშობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში კირგიოსის მოწოდების “წაკითხვას” ვერ ვახერხებდი. რამდენიმე კვირაში მზადებას განვაახლებ, მანამდე კი ახლობლებთან ერთად მალიორკაზე დავისვენებ.

კირგიოსს რაც შეეხება, მას ბევრი ისეთი თვისება აქვს, რის გამოც დიდი ჩოგბურთელი დადგება. ახლა მთავარია მან პროგრესი განაგრძოს. ნიკს სამომავლოდ წარმატებას ვუსურვებ”, - ეს მონოლოგი კი რაფა ნადალს ეკუთვნის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:16 | 25.03.2020
ბაბუ პერესი (16691)

იგივე ნეიმარი ასჯერ უფრო ნიჭიერია ვიდრე კრისტინა მაგრამ კრისტინას დონეს ვერასდროს ვერ დადებს იმიტომ რომ კაი პოხუისტი ტიპია ეგეც

19:14 | 25.03.2020
ბაბუ პერესი (16691)

ნანის რონალდუზე ნაკლები ნიჭი ნაღდად არ ქონდა მაგრამ კრისტინასავით მონდომებული,დისციპლინირებული და პროფესიონალი არ ყოფილა არასდროს.არ ვამბობ იმას რომ კრისტინა უნიჭოა(უნიჭო ვერ ითამაშებს რონალდუს დონეზე)მაგრამ კრისტინაზე გაცილებით ნიჭიერმა ფეხბურთელებმა ბევრი ვერაფერი ვერ ითაშეს(თუნდაც რობინიომ კრისტინას თაობაა ეგეც)ამან კი დაუღალავი შრომით იმაზე ბევრად მეტს მიაღწია ვიდრე ელოდნენ

0.081128